გიორგი ბაჩიაშვილის პირველი გამოჩენა დაკავების შემდეგ - ფოტო/ვიდეო სასამართლოდან
გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზშია - თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დარბაზში საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებმა შეიყვანეს.
"მტკვარი ჰესის" საქმეს მოსამართლე ნანა შამათავა განიხილავს.
გიორგი ბაჩიაშვილმა სხდომაზე სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.