თათია თუ გაუშვეს ციხეში, მის ადგილას მე ვარ, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია! - აფრიამაშვილის დედა
თათია თუ გაუშვეს ციხეში, მის ადგილას მე ვარ, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია! - ასეთია თათია აფრიამაშვილის დედის პირველი კომენტარი მოსამართლე მანუჩარ ცაცუას განაჩენის შემდეგ, რომელმაც აქტივისტი 12 დღიან პატიმრობაში გაუშვა.
- შეგასხსენებთ, რომ საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს.
ესენი არიან უსამართლოები, გარუსებული მონები, რომლებიც რუსებს ემსახურებიან. აქ სამართლას ვეღარ იპოვი, არაუშავს, თათია თუ გაუშვეს, მის ადგილას მე ვარ, მაგაზე მეტი ხმა მაქვს, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, ძირს რუსეთის მონები, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", - თქვა დედამ "პირველებთან".
აქტივისტი თათია აფრიამაშვილი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 12 დღიან პატიმრობაში გაუშვა - ცაცუას გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში პროტესტი და შეძახილები მოჰყვა.