თათია აფრიამაშვილი მოსამართლე ცაცუამ 12 დღიან პატიმრობაში გაუშვა

30.05.25 15:53
თათია აფრიამაშვილი მოსამართლე ცაცუამ 12 დღიან პატიმრობაში გაუშვა

 

 

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 12 დღიან პატიმრობაში გაუშვა - ცაცუას გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. 

განაჩენის გამოცხადებამდე აფრიამაშვილმა ინტერვიუ მისცა "პირველებს" - აქტივისტმა მოსამართლეს უთხრა, რომ "კარმის უნდა ეშინოდეს". 

მოსამართლისთვის რაც მაქვს სათქმელი - კარმის გეშინოდეს, ის შენთანაც მოვა", - თქვა აფრიამაშვილმა. 

შეგასხსენებთ, რომ საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს.