ნიკა მელიამ სისტემას აჯობა - ხიდაშელი
"ჩვენ ვნახეთ შეშინებული ხელისუფალი, რომელსაც წინა გამოცდილების შიშები აქვს მყარად გამჯდარი" - ასე ეხმაურება "სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები დასტური იყო იმისა, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა "სისტემას აჯობა".
ჩვენ ვნახეთ შეშინებული ხელისუფალი, რომელსაც წინა გამოცდილების შიშები აქვს მყარად გამჯდარი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა მელიამ სისტემას აჯობა, მოუგო. კანონი და ყველა წესი დაარღვევინა მათ ზუსტად ამ შიშის გამო. "ოცნებამ" დაინახა, რომ სასამართლოს მიერ პატიმრობის ბრძანების გაცემის შემდეგ სისტემა სასაცილოდ გაეხადა, ეს რომ არ მომხდარიყო, ასეთ უხეშ სამართალდარღვევაზე წავიდნენ. არ არსებობს არცერთი სამართლებრივი გარემოება, რომელიც მისაღებს გახდის გუშინ ნიკა მელიას დაპატიმრებას ასე ჩუმად, მალულად" - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. საქმე არსებით განხილვაზე გადადის. შემდეგი სასამართლო სხდომა ირაკლი შვანგირაძემ 12 ივნისს ჩანიშნა.
იქამდე, ვიდრე გისოსებს მიღმა ნიკა მელიას გამოამწყვდევდნენ, ხელბორკილები მის თანაგუნდელს, ზურაბ ჯაფარიძეს დაადეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს რეჟიმი ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს არგადახდას ედავება.