პოლიციელებს, რომლებიც აქციის მონაწილეებზე სასტიკად ძალადობენ, მადლობებს უხდიან და აჯილდოებენ - ზვიად მაისაშვილი

31.05.25 17:15
პოლიციელებს, რომლებიც აქციის მონაწილეებზე სასტიკად ძალადობენ, მადლობებს უხდიან და აჯილდოებენ - ზვიად მაისაშვილი

აქციაზე სასტიკად ნაცემი აქტივისტებისთვის დღეს განსაკუთრებით მძიმე იყო იმის ყურება, თუ როგორ აჯილდოებდა რეჟიმი პოლიციელებს, რომლებიც მოქალაქეების დარბევასა და სასტიკად მოპყრობაში არიან მხილებულნი და ამისთვის არაერთგზის არიან დასანქცირებული.

ზვიად მაისაშვილი, რომელსაც სპეცრაზმელები წიხლებით შედგენენ და სასტიკად გაუსწორდნენ, ამბობს, რომ დაჯილდოების შემდეგ ეს ადამიანები სისტემის კიდევ უფრო "ყურმოჭრილ მონებად" იქცევიან და ყველა უკანონო დავალებაზე მოაწერენ ხელს. 

არაერთხელ ქნეს მსგავსი საქციელები, მაგალითად, როცა ღირსების ორდერი გადასცეს ზვიად ხარაზიშვილს, როცა ის ამბები მოხდა, ახლაც იგივეს აგრძელებენ, როცა მადლობებს უხდიან პოლიციელებს პოლიციის დღეს. როცა პოლიციელები ასე სასტიკად ძალადობენ აქციის მონაწილეებზე, ამათ უხდიან მადლობებს. აქციაზე უსაფუძვლოდ აკავებენ ადამიანებს, აკავებენ პოლიტიკოსებს. (გიორგი გრიგალაშვილი) ეს ადამიანიაც არის ამ სისტემის ერთ-ერთი  ყურმოჭრილი მონა, რომელსაც სისტემისგან სჭირდება დაჯილდოება და მადლობების გადახდა, რომ უფრო მოტივირებულად გაკეთოს შემდეგ თავისი საქმე", - ამბობს ზვიად მაისაშვილი.

ცნობისთვის, 30 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა უმძიმესი კადრები, რომელიც მშვიდობიანი აქციის დარბევას ასახავს - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მშვიდობიანი აქციის მონაწილეს, ზვიად მაისაშვილს სასტიკად გაუსწორდნენ, წიხლებით შედგნენ და ქუჩაში უგონო მდგომარეობაში დატოვეს, ხოლოს მისი ძმა ჯგუფურად სცემეს, მიწაზე დააგდეს და შემდეგ დააკავეს.

ასევე ნახეთ: