ზღვაში და ჰაერში უპირატესობა უკრაინის მხარესაა - მამუკა მამულაშვილი

02.06.25 23:48
ზღვაში და ჰაერში უპირატესობა უკრაინის მხარესაა -  მამუკა მამულაშვილი

"განადგურებულია რუსეთის სტრატეგიული ავიაცია, განადგურებულია ფლოტი შავ ზღვაში, უპირატესობა ზღვაში და ჰაერში უკრაინის მხარეზეა" - ამის შესახებ უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა, მამუკა მამულაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

როგორც მამულაშვილი განმარტავს, თუ მოვლენები ესე განვითარდება და ევროპა უკრაინას სწორ-შორსმსროლელ არტილერიის ჭურვებს გადასცემს, ფაქტი რუსეთს არა მხოლოდ სერიოზულ ზიანს მიაყენებს, არამედ მსოფლიო მომავალში მის დამარცხებას იხილავს. 

განადგურებულია სტრატეგიული ავიაცია, განადგურებულია ფლოტი შავ ზღვაში, ფაქტობრივად, რუსული გემები აღარ შემოდიან საზღვაო ტერიტორიაზე და, ფაქტობრივად, გადამალული ჰყავს შავი ზღვის ფლოტი ორი სხვადასხვა მიმართულებით რუსეთს, ამიტომ უპირატესობა ზღვაში და ჰაერში უკრაინის მხარეზეა. თუ ევროპული ქვეყნები უკრაინას სწორ-შორსმროლელ არტილერიის ჭურვებს გადასცემს, ეს სერიოზულად დააზიანებს რუსეთს და ლოჯისტიკას, რომელსაც ფრონტის ხაზზე იყენებს და აშკარად დავინახავთ რუსეთის დამარცხებას ძალიან მალე", - ამბობს მამუკა მამულაშვილი .

უკრაინამ რუსეთის სამხედრო ავიაციას უდიდესი დარტყმა მიაყენა. აღარ არსებობს ბირთვული იარაღის მატარებელი ბომბდამშენები. ეს რუსეთის ტერტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დივერსიაა. წინასწარი მონაცემებით, ზარალი ორ მილიარდ დოლარზე მეტია.

სპეცოპერაციისთვის საჭირო ნივთები უკრაინის დაზვერვამ რუსეთში ნაწილ-ნაწილ შეიტანა - ჯერ დრონები, შემდეგ მოძრავი ხის კოტეჯები. სტრატეგიულ ობიექტებთან მოთავსებული სახლების სახურავები გადამწყვეტ მომენტში დისტანციურად გაიხსნა და დრონები რუსეთის აეროდრომების გასანადგურებლად გაფრინდნენ.

ოპერაციას პირადად აკონტროლებდა უკრაინის პრეზიდენტი. 

სპეცოპერაცია კრემლში ტერორისტულ თავდასხმად შეაფასეს. შაბლონურ განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მსგავსი სიახლეები