დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტს, რომელმაც “ოცნების“ წევრს, „ოლე, ოლა“ უმღერა

05.06.25 18:13
დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტს, რომელმაც “ოცნების“ წევრს, „ოლე, ოლა“ უმღერა

სამოქალაქო ატივისტს, ლექსო სამხარაძეს “ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა უჩივლა.

ამის შესახებ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს და ვარაუდობს, რომ “ზაფხულს სოლიდური ჯარიმით, ან ციხეში შეხვდება“.

სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედება სრულად გააზრებული იყო და შედეგიც არ გაკვირვებია.

David Matikashvili-მა მიჩივლა. ზაფხულს სოლიდური ჯარიმით, ან საპყრობილეში შევხვდები. არც ერთია კატასტროფა, კატასტროფა გარუსება და ქვეყნის ღალატია.

წინა დღეებში უკვე ყავდათ, ახალგაზრდა გოგონები რეჟიმს დატყვევებული, იგივე ბრალით. ასე, რომ ჩემს მიერ განხორციელებული ქმედება იყო სრულად გააზრებული და შედეგიც როგორი დადგებოდა ვხდებოდი/ვხვდები.

რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად საქართველოს გამარჯვებით დასრულდება,-წერს სამხარაძე.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს სამოქალაქო აქტივისტმა მათიკაშვილს ცნობილი სიმღერა "ოლე, ოლა..." უმღერა.

მსგავსი სიახლეები