მოწმე პოლიციელის ჩვენებამ ადვოკატებს დამატებითი კითხვები გაუჩინა - რა ხდებოდა 11 აქტივისტის პროცესზე

06.06.25 15:36
მოწმე პოლიციელის ჩვენებამ ადვოკატებს დამატებითი კითხვები გაუჩინა - რა ხდებოდა 11 აქტივისტის პროცესზე

დაკავებული 11 აქტივისტის საქმეზე გამოკითხული მოწმე გამომძიებლის ჩვენებამ ადვოკატებს დამატებითი კითხვები გაუჩინა. ინტერესების დამცველები დაინტერესდნენ, რატომ მონაწილეობდა შსს-ს პრესსამსახური საგამოძიებო მოქმედებებში და რატომ ეხმარებოდა ის ორ გამომძიებელს კონკრეტული პირების იდენტიფიცირებაში. 

ადგილზე მიხვედით საგამოძებო ღონისძიების ჩასატარებლად, ფანტასტიკურად იცით, ვისგან შეიძლება, ამოიღოთ მტკიცებულება და მოპოვებული. ამ დროს ამ ყველაფერს აკეთებთ შსს-ს პიარ სამსახურის ანა ბარაბაძესთან, რომელიც არც შექმნელია ამ მასალის, არც მისი სამუშაო კომპიუტერია და არც სხვა არანაირი კავშირი არ აქვს მატერიალურ შინაარსთან, - უთხრა დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა მოწმე პოლიციელს.

კითხვას საპასუხოდ გამომძიებელმა თქვა, რომ შსს-ს პცესენტრის სამსახურის თანამშრომელს, ანა ბარაბაძეს ამის უფლება ჰქონდა.

აღნიშნული ჩანაწერები შექმნილია სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, - თქვა დღეს მოწმემ.

ამასთან, მოწმე პოლიციელმა ვერ უპასუხა ადვოკატის შეკითხვას, რომელიც დაინტერესდა, რატომ გამოიკითხნენე უშუალოდ ვიდეოს გადამღები ოპერატორების საქმის აღძვრიდან 3 თვის შემდეგ და რამდენად იყო ეს ფაქტი ობიექტიური.

ეს ადამიანები და ის ადამიანები, ვის მიერადაც შექმნილი უნდა იყოს, ვიდეო ვის მიერაცაა გადაღებული, ოპერატორების მიერ, იცით, რომ ისინი გამოჰკითხეს? სამი თვის მერე გამოჰკითხეთ ეს ადამიანები, ვის მიერადაც ვიდეო იყო შექმნილი. სამი თით დაყოვნება მტკიცებულების შემქმნელის გამოკითხვასთან დაკავშირებით, რამდენად თანმიმდევრულია ან სამართლიანია, რადგან გამოძიებას თქვენ აწარმოებთ. ამ სამთვიან ინტერვალს ობიექტური ახსნა თუ აქვს და ობიექტური დასაბუთება? მძიმე საგანი, აღწერილობა და ა.შ., ხომ არ არის ფორმალური ტერმინოლოგია, რომელსაც თქვენ იცნობთ ან ტრეინიგის, ან გადამზადების ფორმატში თუ ის სიტყვათა წყობა „მძიმე საგანი“ არის თქვენი თავისუფალი ლექსიკონი, - თქვა სხდომაზე ადვოკატმა.

ინტერესების დამცველების მტკიცებით, მოწმე პოლიციელმა თავის ჩვენებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვიდეოკადრები, რომელიც გამოძების ერთ-ერთი მტკიცებულებაა, დაიჭრა და დახარისხდა შსს-ს სტრატეგიულ დეპარტამენტში.

ადვოკატმა დღეს მოწმეს პირადად აჩვენა კადრი, სადაც ჩანს, როგორ ესვრის სპეცრაზმელი აქციის მონაწილეებს ქვებს. დაცვის მხარემ მას სთხოვა, შეეფასებინა, რა ნივთს ისროდა სპეცრაზმელი მომიტინგეების მისამართით, თუმცა გამომძიებელს პასუხის გაცემა ამ კითხვაზეც გაუჭირდა.

შეგახსენებთ, რომ პირველად მოწმეთა გამოკითხვის განმავლობაში დღეს პროცესზე მისულმა პოლიციელმა ხელი კონკრეტულ ბრალდებულებს დაადო და ირწმუნებოდა, რომ სწორედ ეს ადამიანები ისროდნენ საგნებს  აქციაზე პოლიციის მიმართულებით. საუბარია ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის გამომძიებელ ლევან ნიჟარაძეზე, რომელსაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი 2 საათის განმავლობაში ჰკითხავდა. 

ლევან ნიჟარაძე ამტკიცებს, რომ პოლიციის შენობაში 4 საათის განმავლობაში შიფრავდა ვიდეოკადრებს, რომელიც მას შსს-ს პრესსამსახურმა მიაწოდა და თავადაც  ეხმარებოდა პირების ამოცნობაში. თუ მოწმეს დავუჯერებთ, მას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაციაც შესაძლო დანაშაულის შესახებ.

11 აქტივისტის მომდევნო პროცესი 10 ივნისს ჩაინიშნა. 

მომდევნო პროცესზე მოწმეების გამოკითხვას ისევ ბრალდების მხარე განაგრძობს. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.