ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული მოზარდების პასუხი სამინისტროს

07.06.25 17:43
ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული მოზარდების პასუხი სამინისტროს

ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული მოზარდების პასუხი განათლების სამინისტროს - შშმ პირებს, ვინც თავად გაიარა ურთულესი გზა განათლების მისაღებად, რჩებათ განცდა, რომ ქვეყანაში სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების უფლებები ირღვევა.  

  • საქმე ეხება სამინისტროში მიმდინარე ცვლილებას ინკლუზიური განათლების სამმართველოსთან დაკავშირებით.
  • თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა. ამის შემდეგ სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა, არ გაუქმებულა, უბრალოდ სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო გაერთიანდა.

"როდესაც სამინისტრო აუქმებს ინკლუზიური განათლების სამმართველოს და აერთიანებს  სხვა საკითხებთან, ეს უკვე ნიშნავს, რომ მისთვის ეს საკითხი აღარ წარმოადგენს დიდ მნიშვნელობას" - ამბობენ შშმ პირები.

უნივერსიტეტში ვიგრძენი თუ რა არის ინკლუზიური განათლება და რა არ მქონდა არა საკითხავი მასალა, იმიტომ რომ უსინათლო ადამიანებს გვჭირდება, მოდიფიცირებული საკითხავი მასალა, არა ინფრასტრუქტურა. ფაქტობრივად არანაირი მხარდაჭერა არ იყო. ერთადერთი, რაზეც ვიყავი დამოკიდებული უმაღლეს სასწავლებელში ეს იყო აკადემიური პერსონალის კეთილი ნება. როდესაც შენ ამას აუქმებ და აერთიანებ ამას სხვა საკითხებთან ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენთვის ეს საკითხი აღარ წარმოადგენს დიდ მნიშვნელობას. ახლა ჩვენ მოგვიწევს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, სხვა საკითხების ქოლგის ქვეშ გავაერთიანოთ ინკლუზიური განათლების განვითარება", - ამბობს შშმ პირი 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ამბობენ, რომ სამმართველო  ი არ უნდა გაუქმებულიყო, არამედ უნდა გაზრდილიყო მისი კომპეტენცია და უნდა მოეცვა უმაღლესი სასწავლებელიც, რადგან მათივე თქმით, მაღალმთიან რაიონში დღემდე არიან ადამიანები, ვინც განათლების მიღებას ვერ ახერხებენ. 

მე არ მივლია საბავშვო ბაღში. მხოლოდ, რაღაც ღონისძიებებზე მასწრებდნენ ხოლმე. ისიც სამადლოდ . დამპირდებოდნენ, რომ სიტყვას მათქმევინებდნენ, მაგრამ ისიც არ ყოფილა. მაშინ, არც კი იყო საუბარი ინკლუზიურ განათლებაზე. ესე სამადლოდ, რომ ეთხოვათ ალბათ დამსვამდნენ საკლასო ოთახში, მაგრამ უბრალოდ დამსვამდნენ და არავინ არ იზრუნებდა იქ განათლებაზე. ეხლაც ვიგეთ, რომ 26-29 წლის ქალებს სკოლა არ აქვთ დამთავრებული მაღალმთიან რაიონებში. ეს სამმართველო კი არ უნდა გაუქმებულიყო, პირიქით კომპეტენციები უნდა გაზრდილიყო და უმაღლეს განათლებაზეც უნდა გავრცელებულიყო", - ამბობს შშმ პირი.  

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, პროფესიით მასწავლებელი ნინო კვიტაიშვილი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას "საკადრო წმენდას" უკავშირებს. კვიტაიშვილი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების  პროევროპულ აქციებზე აქტიურ მონაწილეობს უკავშირდება. 

დღეს შეირაცხა პროცესი არალეგიტიმური ხელისუფლების, რომელიც არაფერია თუ არა საკადრო წმენდა, რადგან სწორედ ამ სამმართველოში იყვნენ დასაქმებული ადამიანები, რომლებმაც მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პროევროპული პოზიცია და ისინი გამოხატავენ საკუთარ ნებას. დიახ ამას ეწირება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ამ შემთხვევაში განათლების ხელმისაწვდომობის უფლება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში", - ამბობს ნინო კვიტაიშვილი.

განათლების სამინისტროსგან პასუხებს ითხოვენ ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული მოზარდის მშობლები და ორშაბათიდან აქციებს აანონსებენ. 

მსგავსი სიახლეები