ქვეყანაში სამართალი აღარ არსებობს, ადამიანების წამება ნორმა გახდა - ანტონ ჩეჩინის მეუღლე

08.06.25 11:13
ქვეყანაში სამართალი აღარ არსებობს, ადამიანების წამება ნორმა გახდა - ანტონ ჩეჩინის მეუღლე

 

 

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ ანტონ ჩეჩინის მეუღლე "პირველებთან" გუშინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. საქმე ეხება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პატიმარს საბადრაგო სამსახური ფიზიკურად გაუსწორდა.

მანანა სამხარაძე პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში სამართალი აღარ არსებობს და ადამიანების წამება უკვე ნორმად იქცა. 

მისმა თანამესაკნემ დაურეკა ჩვენს ადვოკატს და უთხრა, რომ გაიყვანეს საკნიდან ძალის გამოყენებით. შემდგომ, როდესაც ანტონი დაბრუნდა, ჰქონდა ხელებე დაზიანებები და როგორც თანამესაკნეს უთხრა, სტკიოდა. თანამესაკნემ ასევე თქვა, რომ კარცერში გადაჰყავდათ და ამის შემდეგ ავტეხეთ ერთი ამბავი, ომბუდსმენს დავუკავშირდით. რამდენიმე საათში მოინახულეს. ღამის 9 საათისთვის ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ კარცერის ამბავი არ დადასტურდა, თუმცა ხელებზე ნამდვლად ჰქონდა ჩალურჯებები.

ზოგადად, ადამიანს თავში აქვს სიმსივნე და როდესაც ბადრაგს ძალის გამოყენებით გაჰყავს გაურკვეველი მიზეზების გამო და იქ შემდგომ რაღაც ხელებს უგრეხს, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია. მართალია, რომ ამ ქვეყანაში უკვე არანაირი სამართალი არ არსებობს და წამებაც კი თითქოს ნორმა გახდა ჩვენი დე ფაქტო მთავრობის მიერ, მაგრამ ეს ასე არ უდა იყოს, - ამბობს მანანა სამხარაძე. 
 

ადვოკატის ინფორმაციით, პროევროპული აქციების დროს დაკავებულ ანტონ ჩეჩინს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ფაქტთან დაკავშირებით, ადვოკატმა მომხდარის შესახებ სახალხო დამცველის აპარატსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე შეატყობინა. 

.

 

მსგავსი სიახლეები