ვინ იძალადა ანტონ ჩეჩინზე და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - ოჯახი პენიტენციურისგან განმარტებებს ითხოვს
ვინ იძალადა ანტონ ჩეჩინზე და როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - პატიმრის ოჯახის წევრები და ადვოკატი სასჯელაღასრულების დაწესებულებისგან კითხვებზე პასუხებს ითხოვენ, თუმცა პენიტენციური ამ დრომდე დუმს. ციხის ადმინისტრაციისთვის კითხვების დასმა დღეს "პირველებმაც" სცადა, თუმცა პასუხები ვერ მიიღო.
იქიდან გამომდინარე, რომ დღეს კვირა დღეა, ადვოკატი პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლას ვერ ახერხებს.
გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ ჩეჩინს თავში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს და მისთვის ნებისმიერი ფიზიკური დაზიანება საფრთხის შემცველია. მისი თქმით, გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმარი საკუთარ პროცსებსაც კი ვერ ესწრება.
ანტონ ჩეჩინმა განმარტა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით გაყვანილი იქნა ციხის კამერიდან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ და აღიშნული ძალის გამოყენებიდან გამომდინარე, მას ხელის არეში აღეიშნება დაზიანებები ჩალურჯებებით სახის. აღნიშნნული დაზიანებები დაგვიდასტურა ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც. ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის რაიმე სახის დაზიანების მიყენება უშუალოდ თავის არეში, შესაძლოა, გამოიწვიოს ფატალური შედეგიც. ბუნებრივია, მივმართავთ განცხადებიტაც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.
რაც შეეხება უშუალოდ მოტივ, ჩვენთვის უცნობია ამ ეტაპზე და დეტალები ხვალდ აზუსტდება, როდესაც დილის საათებშივე შევალდ ა მოვინახულებ ანტონს, - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატის ინფორმაციით, პროევროპული აქციების დროს დაკავებულ ანტონ ჩეჩინს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ფაქტთან დაკავშირებით, ადვოკატმა მომხდარის შესახებ სახალხო დამცველის აპარატსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე შეატყობინა.