მორიგი აგრესია "ტვ პირველის" ჟურნალისტის მიმართ - ზუგდიდში ვითარება დაიძაბა

02.10.21 18:09
მორიგი აგრესია "ტვ პირველის" ჟურნალისტის მიმართ - ზუგდიდში ვითარება დაიძაბა

ზუგდიდში სიტუაცია გამწვავდა, "ტვ პირველის" კამერამ ე.წ. კარუსელის გამოყენების ფაქტი დააფიქსირა. 

ჟურნალისტმა სესილი ბოკერიამ ,,ბმვ"-ს და ,,ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები მაშინ გადაიღო, როდესაც მანქანებში მსხდომი ადამიანები რამდენიმე უბანში სხვადასხვა გამოგონილი სახელითა და გვარით ცდილობდნენ შესვლას და სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემას.

ტვ პირველი დაინტერესდა, რატომ იმყოფებოდნენ აღნიშნული პირები 2-3 საათის განმავლობაში უბანთან, რის საპასუხოდაც ერთ-ერთმა პირმა ჟურნალისტებზე ავტომობილის დაჯახება სცადა. ინცინდენტი  21-ე და 87-ე საარჩევნო უბნებს შორის მოხდა. 

სესილი ბოკერია დღეს ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზეც გახდა ძალადობის მსხვერპლი -  "პირველების" კამერამ სამეგრელოში,  ზუგდიდში ერთერთი საარჩევნო უბნის მიმდებარედ ელექროშოკით შეიარაღებული პირები გადაიღო, საპასუხოდ კი მათ ჩვენს კორესპონდენტს ბოთლი ესროლეს. 

ამ კონკრეტულ ფაქტზე  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებმა "პირველების" ჟურნალისტი უკვე გამოკითხეს.