ოხანაშვილის გვარი ბაჩიაშვილის საქმეში - ბიზნესმენი მზად არის, მეტი დეტალი გამოძიებას უთხრას

09.06.25 18:33
ოხანაშვილის გვარი ბაჩიაშვილის საქმეში - ბიზნესმენი მზად არის, მეტი დეტალი გამოძიებას უთხრას

გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების საქმე - რა ვითარებაში ნახა ივანიშვილის ყოფილმა ფინანსისტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი, რომელიც პატიმარმა დღეს ერთ-ერთ გამტაცებლად დაასახელა. 

ადვოკატი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ "ბაჩიაშვილს გარკვეული დროის განმავლობაში ტომარა მოხდილი ჰქონდა". 

მისივე თქმით, ბიზნესმენს ბორტზე მყოფი სხვა პირების ამოცნობაც შეუძლია. 

ადვოკატი ამობს, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი გარკვეულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა მზაობას გამოთქვამს, რომ გამოძიებას სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.

„მე არ შემიძლია ყველა ფაქტობრივ გარემოებაზე საუბარი, თუმცა გეტყვით, რომ გიორგი ბაჩიაშვილს გარკვეული დროის განმავლობაში ტომარა მოხდილი ჰქონდა, როდესაც პილოტი გამოდიოდა ოთახიდან და საპირფარეშოში გადიოდა, მას ტომარას ისევ თავზე აცვამდნენ, რადგან მათ შორის ვიზუალური კონტაქტი არ ყოფილიყო. გიორგი ბაჩიაშვილის ნათქვამში აღნიშნული იყო, რომ მგზავრობის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა ანრი ოხანაშვილიც, უშუალო კონტაქტი ჰქონდა. ეს გარემოებები მეტ-ნაკლები სიზუსტით არის ასახული პროკურატურისთვის მიმართულ განცხადებაშიც. ასევე მზადყოფნას გამოხატავს, რომ დეტალურადაც ისაუბროს.

რაც შეეხება მგზავრობის დროს მყოფ მეორე პირს, გიორგი ბაჩიაშვილმა არ მგონია, რომ მისი სახელი და გვარი იცოდეს, გავიმეორებ, რომ არ მგონია, თუმცა გიორგის ის პირი რამდენჯერმე ჰყავს ნანახი და მისი ამოცნობა შეუძლია.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არსებობს, მხოლოდ ერთი ვერსია, რომლის ნამდვილობაში მე დარწმუნებული ვარ, რადგან გარემოებები, რომელსაც ბაჩიაშვილი აღწერს ემთხვევა ჩემს ცოდნას და საღ აზრს, რომელიც შესაძლოა ადამიანს გააჩნდეს. გიორგი ბაჩიაშვილი, ჩვენთან დეტალურად აღწერს თუ რა და როგორ მოხდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის მგზავრობის დროს ისეთ ვითარებაში იმყოფებოდა, როცა მას გარკვეულ პერიოდში შეეძლო გარკვეული ფაქტების დანახვა, სრულად არ ჰქონდა თავზე ჩამოფხატებული ტომარა.

გიორგი ბაჩიაშვილი გარკვეულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ეს ის საკითხებია, რომლებზეც სურს, რომ გამოძიებას ესაუბროს და სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა "ინტერპრესნიუსის" თანახმად.

მსგავსი სიახლეები