"შიდა კლანური დაპირისპირება და სანქციები" - ლევან სანიკიძე საკადრო ცვლილებებზე
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან სანიკიძე შსს-ში საკადრო ცვლილებებს "შიდა კლანურ დაპირისპირებებს და სანქციებს" უკავშირებს და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ სანქციები მუშაობს.
"ყველა პირი, რომელიც სანქცირებულია, აღმოჩნდნენ იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის დღეს ბატონი ხარაზიშვილი” - ამბობს ლევან სანიკიძე.
“ეს მაინც ძალიან დიდი დარტყმაა “ქართული ოცნებისთვის”. შსს-ში ყოველთვის მტკივნეულად უყურებენ მსგავსი ტიპის გადაადგილებას, მითუმეტეს ხარება არ იყო რიგითი ფიგურა არა მხოლოდ შიგნით, არამედ გარეთ, ელექტორალური თვალსაზრისითაც კი, რომელიც იყო მთავარი შემსრულებელი და ზონდერი “ქართული ოცნების” რეჟიმის. ეს ყველაფერი გამოწვეულია შიდა კლანური დაპირისპირებიდან და სანქციებიდან გამომდინარე. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ სანქცია მუშაობას, ამას გავლენა არ აქვს, ფაქტია მაინც ის, რომ ყველა პირი, რომელიც სანქცირებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, აღმოჩნდნენ იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის დღეს ბატონი ხარაზიშვილი. შეუძლებელია ამ სანქციების გვერდის ავლა და დასავლეთთან რაიმე ელემენტარული კომუნიკაციის წარმოება იქამდე, სანამ ეს ადამიანები იკავებენ ხელისუფლებას და როდესაც ეს მდგომარეობა გვაქვს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის სწორო და თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში შესაძლებელია “ქართული ოცნება” ისეთ დათმობებზე წავიდეს, როგორიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები და თავისუფალი ცესკო.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
- ცნობილი გახდა, რომ გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი აღარ არის. "ხარებას" თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.
- ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გაუშვეს. ეს უკანასკნელი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
- ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა.