მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი: ჩემს შეჩერებას მუქარით და შანტაჟით ცდილობენ

10.06.25 13:41
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი: ჩემს შეჩერებას მუქარით და შანტაჟით ცდილობენ

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამბიონიდან გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, მის შეჩერებას ოჯახის წევრებზე ზეწოლით, მუქართ და შანტაჟით ცდილობენ.

ეპისკოპისი აღნიშნული განცხადებუის  ავთენტურობას "პირველებთან" საუბარშიც ადასტურებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

მსურს გავაკეთო საგანგებო განცხადება. 
მიმდინარეობს ოჯახის წევრებზე ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი ჩემი შეჩერების მიზნით. მიიღებენ საკადრის პასუხს"- წერს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.

 

 

აღნიშნულ პოსტს წინ უძღოდა ეპისკოპოსს გიორგის (ჯამდელიანი) სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმეზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლოს ოქმი, რომლის მიხედვითაც გიორგი შინჯიკაშვილს, რომელიც 12 მაისამდე ქვემო ქართლი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ზიარება აეკრძალა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 6 ივნისს მოიწვიეს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლო.

საეპისკოპოსო სასამართლოზე გამოძახებულ იქნა ბრალდებული ბატონი გ.შ, რომლის ჩვენებაც მოსმენილ იყო. სასამართლომ ასევე მოისმინა მონაზონ თ.კ-ს დეტალური ჩვენება, სხვა სასულიერო პირების თანასწრებით, ასევე მოწმეთა ჩვენებები და ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ ბრალდებულის მხრიდან ეპისკოპოსის წინააღმდეგ მართლაც არსებობდა განზრახვა ფიზიკური განადგურებისა", - წერია დოკუმენტში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრი ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლოს ოქმი ნახა, თუმცა ამბობს, რომ საპატრიარქო განცხადებას გამოძიების შემდეგ გააკეთებს. 

 

ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა 8 ივნისს თქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მაღალჩინოსანი მონაზვნის ხელით მის მოწამვლას გეგმავდა. 

სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

თემაზე ოფიციალური განცხადება საპატრიარქოს ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

მსგავსი სიახლეები