სინდისის პატიმრების მშობლების პასუხი "ოცნებას": "ჩვენი "დაბოლება" არ გამოვა - ვერ დავივიწყებთ"

10.06.25 14:09
 სინდისის პატიმრების მშობლების პასუხი "ოცნებას": "ჩვენი "დაბოლება" არ გამოვა - ვერ დავივიწყებთ"

სინდისის პატიმრების მშობლები ფიქრობენ, რომ "ოცნება" დასავლეთთან ურთიერთობის "დასალაგებლად" ხელისუფლებიდან დასანქცირებულ პირებს იშორებს. 

ზვიად ცეცხლაძის მამის თქმით, ივანიშვილის გუნდს ჰგონია, რომ იმ ადამიანების "ხელისუფლებიდან" ჩამოშორებოთ, რომლებიც აქტივისტების ცემასა და გატაცებაში არიან მხილებულნი, "რაღაც ფორმით, მისაღები გახდებიან ევროპისთვის": 

სანქცირებულ ადამიანებს იშორებენ გარკვეულწილად იმისთვის, რომ რაღაც ფორმით დალაგდნენ ევროპასთან, რაღაც ხომ უნდა შესთავაზონ ევროპას და უნდა უთხრან, რომ ის ადამიანები, რომლებიც მხილებულები არიან ძალადობაში, ადამიანის გატაცებაში, ცემაში, დანაშაულებებში, თითქოს ჩამოაშორებენ ხელისუფლებას და ამით რაღაც ე.წ. დე ფაქტო ხელისუფელბის გაწმენდას ახდენენ და გონიათ, რომ ამით, რაღაც ფორმით, მისაღები გახდებიან ევროპისთვის"- ამბობს სინდისის პატიმრის მამა, ზურაბ ცეცხლაძე.

სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედა "ოცნებას" პირდაპირ ეუბნება, რომ საკადრო ცვლილებით თავიდან ვერ აირიდებს იმ პასუხისმგებლობას და დანაშაულს, რომელსაც აქციის მონაწილეების მიმართ ჰქონდა ადგილი. 

"ჩვენი "დაბოლება" არ გამოვა - ვერ დავივიწყებთ" - ამბობს ელენე ახობაძე. 

მოისვრიან ყველას. ეს არის რეჟიმის თვისება, როცა აღარ სჭირდებათ, ბინძურ საქმეებს შეასრულებინებენ და ყველას მოისვრიან სანაგვეზე. ყველა დარჩება ისე, როგორც აი ამ წუთას არიან ზოგ-ზოგიერთები. ახლა აღარ სჭირდებათ, ახლა უნდათ გასუფთავება სიტუაციის და ამით კიდევ უნდათ ჩვენი "დაბოლება", რომ აი ახლა სისტემა გამოსწორდა უკვე ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდაც ის დაივიწყეთ - ვერ დავივიწყებთ", - ამბობს ელენე ახობაძე. 

  • ცნობილი გახდა, რომ გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი აღარ არის. "ხარებას" თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.
  • ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გაუშვეს. მის ადგილას ლევან მაისურაძე დანინიშნა. სირაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
  • ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები