თემურ ქათამაძე თურქეთის იზოლატორიდან გაათავისუფლეს - ჟორჟოლიანი

11.06.25 18:57
თემურ ქათამაძე თურქეთის იზოლატორიდან გაათავისუფლეს - ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ თემურ ქათამაძე, რომელიც საქართველოდან გააძევეს, თურქეთის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. 

ვაიმე, ხალხო, თემურ ქათამაძე თურქეთის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესებზე გარედან ივლის." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

თურქეთში დეპორტაციის შემდეგ, თემურ ქათამაძეს პატიმრობა ემუქრება – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ბათუმელებმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ თემურ ქათამაძეს თურქეთში FETO-სთან კავშირის საბაბით პატიმრობა ემუქრება, ადვოკატმა შეძლო, ოფიციალურად მოეპოვებინა იქ მიმდინარე გამოძიების საქმის მასალები, რომლებიც ადასტურებს როგორც მის მიმართ დაწყებული გამოძიების ფაქტს, ასევე დაპატიმრებას ზემოხსენებული საფუძვლით.

SJC-ის თანახმად, საქმის მასალების მიხედვით, თემურ ქათამაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რაც შეიარაღებულ ორგანიზაციაში წევრობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე ვადით.

პრაქტიკაში სწორედ ამ მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს თურქეთში ფეთულა გიულენის მოძრაობის წევრების პოლიტიკური დევნა.

მსგავსი სიახლეები