"ოცნება" იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ ყველაფრისთვის დაგვსჯიან - სუბელიანი

11.06.25 22:05
"ოცნება" იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ ყველაფრისთვის დაგვსჯიან - სუბელიანი

სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სასამართლოში დაბარება იმის დემონსტრირებაა, რომ ყველაფრისთვის დაგვსჯიან, - ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ანი სუბელიანმა განაცხადა, რომელსაც ნინო წილოსანისთვის "არაქალის" წოდების გამო სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს. 

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, "ქართული ოცნება" წლიდან-წლამდე ქართველი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ყველანაირი ხერხით, მათ შორის სამართლებრივი გზითაც კი ცდილობს. 

ეს არის, ერთი მხრივ, გადაფარვის მცდელობა, ძალიან მნიშვნელოვანი ამბის, რომელიც ხვალ ხდება. მათე დევიძის სასამართლოზე ხვალ ყველანი ვაპირებთ მისვლას. მეორე მიზანი არის იმის დემონსტრირება, რომ ყველაფრისთვის დაგვსჯიან. ფაქტია, რომ ჩვენ ამ პროტესტში მოქნილობა გვაქვს. გვაჯარიმებდნენ აქციაზე გასვლის გამო? მაგის გამო უწყვეტი პროტესტი არ შეგვიწყვეტია. მათი აზრით, შეურაცხყოფის გამო თუ გაგვასამართლებენ, სხვანაირ ფორმებს მოვიფიქრებთ, როგორ გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი. ყველაზე ღირებული, რაც ჩვენმა ქვეყანამ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა, ეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. წლიდან-წლამდე შეგვიზღუდეს." - განაცხადა ანი სუბელიანმა. 

ცნობისთვის, Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსების გამო, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, აქტივისტების სასამართლოში დაბარება დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები