ირანმა ბირთვული იარაღის შექმნისკენ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა, ამას ვერ დავუშვებთ - ნეთანიაჰუ

13.06.25 10:37
ირანმა ბირთვული იარაღის შექმნისკენ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა, ამას ვერ დავუშვებთ - ნეთანიაჰუ

ირანმა ბოლო თვეებში უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ბირთვული იარაღის შექმნისკენ. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ეს საფრთხეები მომავალ თაობას დავუტოვოთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ აცხადებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ოპერაცია „აღმავალი ლომი“ წარმატებული იყო და მის მიზანს ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები წარმოადგენს. მისი  თქმით, ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. 

ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“. ჩვენი მამაცი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს, ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ოპერაციის მიზანია ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, ირანის ბალისტიკური რაკეტების ქარხნებსა და ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე დარტყმა. ირანმა ბოლო თვეებში უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ბირთვული იარაღის შექმნისკენ. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ეს საფრთხეები მომავალ თაობას დავუტოვოთ. რადგან თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, სხვა თაობა აღარ იარსებებს. თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, უბრალოდ, აქ აღარ ვიქნებით. ჩვენ ისტორიის გაკვეთილები გავითავისეთ. როდესაც მტერი ამბობს, რომ შენს განადგურებას აპირებს, დაუჯერე მას. როდესაც მტერი შენი განადგურების შესაძლებლობებს განავითარებს, შეაჩერე იგი, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. 

13 ივნისის ღამეს ისრაელის არმიამ ირანში ბირთვულ ობიექტებს შეუტია. წინასწარი შეფასებით, პირველი დარტყმა ირანისთვის მოულოდნელი იყო როგორც მასშტაბით, ასევე გეოგრაფიულად.

დარტყმულ სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო დონის სამიზნეები, მეთაურები, სამხედრო ობიექტები, შტაბ-ბინები და ბირთვული ობიექტები.

 

მსგავსი სიახლეები