ნანუკა ჟორჟოლიანის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო - რა ხდებოდა პროცესზე

13.06.25 13:48
ნანუკა ჟორჟოლიანის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო - რა ხდებოდა პროცესზე

საქალაქო სასამართლოში ნანუკა ჟორჟოლიანის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო. მანამდე პროცესზე გაირკვა, რომ ერთ-ერთ სტატუსს, რომელიც ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, ე.წ. "სმაილი" დაურთო და სწორედ ეს "სმაილი" მიიჩნია მომჩივანმა შეურაცხყოფად. ჟორჟოლიანმა სტატია გადააზიარა, სადაც საუბარი მარიამ ლაშხის სახლთან გამართულ აქციას ეხებოდა და დაასათაურა "მარიამ ლაშხის სახლი" და დაურთო გაღიმებული სმაილი. 

ბრალდების მხარის ამ განცხადებამ ჟურნალისტის და მისი ადვოკატების გაოგნება გამოიწვია. 

თქვენ ახლა ამბობთ, რომ ეს ნიუსი სამართალდარღევა მაშინ გახდა, როდესაც მას დაემატა სმაილი?, - ჰკითხა ბრალდების მხარემ ჟორჟოლიანის ადვოკატმა. 

ნანუკა ჟორჟოლიანი დარწმუნებულია, რომ ყველა საქმე, რომელიც ბოლო ორ დღეში სასამართლოში შევიდა, პოლიტიკურად მოტივირებულია და ამის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა. 

პროცესზე ჟურნალისტმა თქვა, რომ ყოველთვის გამოხატავს ემოციას, როდესაც რაიმეზე გაბრაზდება და ამაში მას ვერ შეზღუდავენ. 

ხვალაც და ზეგაც, როგორც კი ნებისმიერი თანამდებობის პირი, ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ეს წარმოადგენდეს ჩემს მხარეს ან სხვა მხარეს, გიორგი ანწუხელიძის გმირობას დააყენებს ეჭვქვეშ, გავბრაზდები და არ ვიცი რა იქნება ჩემი ბრაზის ემოცია, ამას წინასწარ ვერ გასაზღვრავ, ბრაზი იმიტომაა ბრაზი, რომ იმ წუთას ემოციას გამოთქვამ, აუცილებლად გამოვხატავ იმ ემოციას, რასაც ჩემი ბრაზი მომცემს. აუცილებლად, ნებისმიერი ადამიაი, რომეიც მეტყვის, რომ მასონების ხმები ესმის, მე მას დავცინებ, - თქვა ჟორჟოლიანმა პროცესზე. 

"ოცნებამ" სიტყვებზე ნადირობის სეზონი გახსნა - ხალხს ფესიბუკ პოსტების გამო ასამართლებენ. მომჩივანები -  მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი, ლაშა ტალახაძე, მოპასუხეები კი ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არიან.  

მსგავსი სიახლეები