სინათლეს ბორკილით ვერ დააკავებ - ნიკა გვარამიას ცოლის პირველი კომენტარი
სინათლეს ბორკილით ვერ დააკავებ - ეს არის ნიკა გვარამიას ცოლის პირველი კომენტარი მისი მეუღლის დაკავების შემდეგ.
სოფო ლილუაშვილმა რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა სინდისის პატიმარს, განსაკუთრებით მატე დევიძეს, რომელსაც გუშინ ნინო გალუსტაშვილმა 4 წლით და 6 თვის პატიმრობა მიუსაჯა და უთხრა მას, რომ ის უკვე არის "სინათლე წყვდიადში".
ლილუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ნიკა გვარამიას უკანასკნელი დაკავებაა და თქვა, რომ ბოლომდე იბრძოლებს უკანონობის წინააღმდეგ.
მათე დევიძეს მივმართავ და ყველა სინდისის პატიმარს, საბა სხვიტარიზეს მივმართევ, ჩემს მეგობარს, ასევე ყველას, მათეს მინდა ვუთხრა, რომ ის და ყველა რეჟიმის პატიმარი დღეს არიან სინათლე თავისუფლების. სწორედ ამისთვის იბრძვის ნიკა უკვე 13 წელია. ამ ხნის განმავლობაში მეოთხედ დააკავეს უკვე, იმედი მაქვს ეს ნიკას დავაკევება იქნება ბოლო და აღსრულდება სამართალი და ის ბიჭები, რეჟიმის პატიმრების, ჩვენს შვილებთან, მშობლებთან ერთად შეძლებენ ანათონ საკუთარ საკუთარ მიწაზე და ანათონ თავისუფლად.
ბავშვებს გარდა იმისა რომ უყვართ ნიკა, სხვა გზავნილი არ ჰქონიათ. სამწუხაროდ, შეჩვეულები არიან მის დაპატიმრებას და დიდი ხანია, ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობთ. არ აქვს მნიშვნელობა - სინათლეს ბორკილით ვერ დააკავებ, არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნებით - ციხეში, გარეთ, საქართველოში თუ საზღვარგარეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ ნიკასთან და სხვა პატიმრებთან ერთად... და ვისაც ეს უნდა და ხვდება და ვინც ვერ ხვდება, რომ მათეს გუშინდელი გამოტანილი განაჩენი, ქვეყანას გამოუტანეს განაჩენი, ისინი იქნებიან სიბნელის უფსკრულში და არა ეს პატიმრები, რომლებცი სასჯელს სრულიად უსაფუძვლოდ იხდიან", - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.
სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. ის რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან თვისი ფეხით მივიდა. მას ცოტა ხნსი წინ ხელბორკილები დაადეს და რუსთავის პოლიციის განყოფილებაში გადაიუყვანეს.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო ასამართლებენ.