14 დღიანი პატიმრობა ლექსო სამხარაძეს - "შავი მაისურებით იყვნენ, სახლიდან გაიტაცეს"
ლექსო სამხარაძეს 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - სამოქალაქო აქტივისტს, მეგობრების ინფორმაციით, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლებენ.
როგორც მეზობლები ამბობენ, ახალგაზრდა კაცი საკუთარ სახლთან შავ მაისურიანმა პირებმა ძალის გამოყენებით ჩატენეს მანქანაში - "ეს იყო გატაცება და არა ცივილური ფორმა".
- სამხარაძეს გუშინ მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა - აქტივისტს "ქართული ოცნების" დეპუტატის დავით მათიკაშვილისთის ქუჩაში დისკომფორტის შექმნას ედავებიან. სწორედ მათიკაშვილმა უჩივლა ლექსო სამხარაძეს.
გავიგე ხმა ლექსო მეძახდა, გიო დამიჭირესო. ფანჯრიდან გადმოვიხედე, უკვე მანქანაში ჰყავდათ ჩასმული და წაიყვანეს. ნაცრისფერი მანქანა იყო, შავი მაისურები ეცვათ, ალბათ 4 იქნებოდა, იმიტომ, რომ რომ ჩასხდნენ მანქანა გაივსო. გუშნ ჰქონდა ლექსოს სასამართლო, მთელი დღე ელოდებოდა, რომ დააკავებდნენ, იქ არ გამცოხადებულეა. სახლტან დააკავეს, ჩვეულებრივია ტერორია ეს ყველაფერი, შეეძლოთ ცივილურად ექნათ, სახლიდან მოიტაცეს", - ამბობს მეზობელი.
ცნობისთვის, თავდაპირველად ლექსო სამხარაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქტივისტის მეგობრებმა გაავრცელეს. შემდეგ დაკავებსი ფაქტი შსს-მაც დაადასტურა.
*თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა*.
*ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დაკავეს.*
*ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების", - წერია შსს-ს განცხადებაში.