პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტება - შაბათის ეთერის ანონსის შემდეგ კაციტაძის უწყებამ მოკვლევა დაიწყო

15.06.25 11:21
პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტება - შაბათის ეთერის ანონსის შემდეგ კაციტაძის უწყებამ მოკვლევა დაიწყო

პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტი - სპეციალური საგამოძიებო სამსახური მე-8 განყოფილებაში მომხდარი ფაქტით მხოლოდ მას შემდეგ დაიტერესდა, რაც ამის შესახებ ინფორმაცია შაბათის ეთერმა გაასაჯაროა. კაციტაძის უწყების წარმომადგენლები გლდანის პენიტენციურ დაწესებლებაში გუშინ შევიდნენ, სადაც ბრალდებულები გამოჰკითხეს. საუბარია თბილისიის მერიის დასფუთავების სამსახურის თანამშრომლებზე, რომლებიც სასამართლო პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ განყოფილებაში მათზე იძალადეს, რასაც, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. 

ბრალდებულებმა გამომძიებლებს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ჯერი ახლა სწორედ კაციტაძის უწყებაზეა. ამ დრომდე ჯერ ფიზიკურ ძალადობაში მხილებული არცერთი პირი გამოკითხული არ არის. 

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში მტკიცებულებები არსებობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ითხოვდა სამედიცინო ექპსერტიზასაც, თუმცა ის ამ დრომდე არ ჩაუტარებით. ინტერესების დამცველი ფიქრობს, რომ გამოძიებას დრო განგებ გაჰყავს, რადგან სავარაუდოდ, ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებები ალაგდეს. 

როგორც ვიცი, სპეციალურმა საგამოძებო სამსახურმა დაიწყო მოკვლევა და შესულები იყვნენ გამოკითხვაზე, თუმცა მე არ მომეცა საშუალება, რომ მონაწილეობა მიმეღო გამოკითხვაში მიუხედავდა იმისა, რომ საქმეშ ჩადებული მაქვს ორდერი და წარმოვადგენ ირაკლი ტატუნაშვილს, ჩემთვის არ დაურეკავს არავის. ფაქტია და მტკიცებულებები არსებობს, უკვე ორი მოწმის ჩვენებაა, დაზიანებებია საქმეში და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მიაწოდა პოლიციას მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაწილში და პირდაპირი განცხადება ჰქონდა „ჩამიტარდეს სამედიცინო შემოწმება“, ჯერ კიდევ სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებია, იმიტომ, რომ ის დაზიანებები, რაც, სავარაუდოდ, პოლიციის შენობაში მიიღო, არ აესახათ და დრო გადის და რა თქმა უნდა, ეს სილურჯეები თუ სისხლნაჟღენთები, შეშუპებები უქრება ნელ-ნელა და რაც შეეხება გამოძიებას, მიმაჩია, რომ დღევანდელი მოცემულობით, საგამოძიებო მოქმედებები არ განყოფილებამ აღარ უნდა ჩაატაროს, იმიტომ, რომ ფაქტია, რომ მტკიცებულებები არსებობს მათ წინააღმდეგ. 

დანაშაული ჩადენილია, სცემეს, თან გარდაიცვალა ის პირი და გამოძიებას აწარმოებს იგივე პოლიცია ზუსტად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართაც და დაჭერილი პირების მიმართაც, რომელიც განყოფილების შედეგადაც გარდაიცვალა ასევე პირი, - ამბობს ადვოკატი. 
 

თბილისი მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ირაკლი ტატუნაშვილი საკუთარ სასამართლოს პროცესზე ალაპარაკდა.

კაცი მოსამართლეს უყვებოდა, როგორ გახდა პოლიციის განყოფილებაში წამების მსხვერპლი მისი კოლეგა და მეგობარი.  

საუბარია გახმაურებულ საქმეზე, რომლის თანახმადაც, მერიის დასუფთავების სამსახური თანამშრომელი ალან ყაყუტაშვილი, პოლიციის შენობაში დაკითხვიდან, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ალანთან ყაყუტაშვილთან ერთად დაკავებული ირაკლი ტატუნაშვილი ჰყვება, რომ ის პოლიციელებმა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით სასიკვდილოდ აწამეს. 

ცნობისთვის, თბილისის მერიის ორი თანამშრომელი - ალან ყაყიტაშივლი და ირაკლი ტატუნაშვილი, პოლიციამ გურამიშვილის გამზირზე, 6 ივნისს მერიის თანამშრომლების ქეიფის დროს მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავა.

თბილისის მერიის თანაშრომელი პროცესზე ამტკიცებდა, რომ პოლიციამ წამების ყველა მეთოდი მის წინააღმდეგაც გამოიყენა.  

 

მსგავსი სიახლეები