გამოიკითხნენ თუ არა სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელები - განყოფილებაში "პირველების" კითხვას არ პასუხობენ

15.06.25 13:17
გამოიკითხნენ თუ არა სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელები - განყოფილებაში "პირველების" კითხვას არ პასუხობენ

გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლები არ პასუხობენ კითხვას, გამოიკითხნენ თუ არა ის პოლიციელები, რომლებიც სავარაუდო ძალადობაში არიან მხილებულები. ადგილზე "პირველები" ცოტა ხნის წინ მივიდა, სადაც ასევე განყოფილების ხელმძღვანელთან, კახა პაპინაშვილთან სურდა გასაუბრება, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. სწორედ პაპინაშვილია ერთ-ერთი, ვისაც მერიის დაკავებული თანამშრომლები ხელს ადებენ. 

ერთადერთი, რაც განყოფილებაში "პირველებს" უთხრეს, იყოს ის, რომ სავარაუდოდ, საკითხზე განცხადებას თავად შსს გაავრცელებს. 

თბილისი მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ირაკლი ტატუნაშვილი საკუთარ სასამართლოს პროცესზე ალაპარაკდა.

კაცი მოსამართლეს უყვებოდა, როგორ გახდა პოლიციის განყოფილებაში წამების მსხვერპლი მისი კოლეგა და მეგობარი.  

საუბარია გახმაურებულ საქმეზე, რომლის თანახმადაც, მერიის დასუფთავების სამსახური თანამშრომელი ალან ყაყუტაშვილი, პოლიციის შენობაში დაკითხვიდან, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ალანთან ყაყუტაშვილთან ერთად დაკავებული ირაკლი ტატუნაშვილი ჰყვება, რომ ის პოლიციელებმა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით სასიკვდილოდ აწამეს. 

ცნობისთვის, თბილისის მერიის ორი თანამშრომელი - ალან ყაყიტაშივლი და ირაკლი ტატუნაშვილი, პოლიციამ გურამიშვილის გამზირზე, 6 ივნისს მერიის თანამშრომლების ქეიფის დროს მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავა.

თბილისის მერიის თანაშრომელი პროცესზე ამტკიცებდა, რომ პოლიციამ წამების ყველა მეთოდი მის წინააღმდეგაც გამოიყენა.  

მას შემდეგ, რაც ამბავი შაბათის ეთერის გამომძიებლებლმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროეს, ბრალდებულების გამოსაკითხად საპატიმროში კაციტაძს უწყების გამომძიებლები მივიდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი ბრალდებული გამოკითხეს და არ დაინტერესებულან დანარჩენი ორი ბრალდებით. საუბარია სმოუ სოაიანსა და დიმიტრი სადოევზე. აღნიშნული პირები საქმეზე ინფორმირებული პირები არიან. 

მსგავსი სიახლეები