წულუკიანის კომისიაზე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი ჭოლაძე დაიბარეს

16.06.25 11:28
წულუკიანის კომისიაზე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი ჭოლაძე დაიბარეს

20 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით, წულუკიანის კომისიაზე დაბარებულია მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი ჭოლაძე.

წულუკიანის თქმით, სწორედ ჭოლაძე იყო ის ადამიანი, რომელიც 20 ივნისის აქციების დარბევის დროს გახარიასთან ერთად, საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს კომისიაზე 19 ივნისს ელოდებიან.

სხდომას 19-ში დახურავს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლაზე ისაუბრებს, ვინაიდან ის გიორგი გახარიასთან, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა პარლამენტის შენობაში. იმ ოთახში, სადაც ბატონი გიორგი გახარია იმყოფებოდა და საიდანაც ის გასცემდა ბრძანებებს. მასთან ერთად განხილული იქნება 20 ივნისი და სხვა თემები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი კვლევისთვის, ვინაიდან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში, რომელიც მინისტრების, ან პრემიერის გარშემო ვითარდება,“ - განაცხადა წულუკიანმა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია ხელმეორედ დაიბარეს. წულუკიანის თქმით, კითხვები ყოფილ პრემიერთან და შს მინისტრთან ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ექნებათ.

გახარიას 23 ივნისს გამოკითხავენ. 

მსგავსი სიახლეები