ადვოკატი: სადოევს განყოფილებაში ძალადობის ხმა ესმოდა

16.06.25 15:37
ადვოკატი: სადოევს განყოფილებაში ძალადობის ხმა ესმოდა

სავარაუდო წამება პოლიციის განყოფილებაში - ამოიღო თუ არა კამერების ჩანაწერები სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იმ განყოფილებიდან, სადაც ფაქტი მოხდა და გამოიკითხნენ თუ არა ის მაღალჩინოსნები, ვინც ალან ყაყიტაშვილზე სავარაუდო ძალადობის დროს პოლიციაში იყვნენ, ჯერჯერობით უცნობია.

გამომძიებელი გიორგი ჯაფარიძე კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს.

“საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერანაირ კომენტარს ახლა ვერ გავაკეთებ. რამდენი შეკითხვაც არ უნდა დამისვათ, არ ვაკეთებ კომენტარს“, - უთხრა მან “პირველების“ ჟურნალისტს.

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ერთ საათზე მეტია, გლდანის ციხეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოამდგენები იმყოფებიან და იმ ბრალდებულების ჩვენებებს ისმენენ, რომლებმაც პოლიციელები დანაშაულში ამხილეს.

სმო უსოიანის და დიმიტრი სადოევის ადვოკატი, დავით შაკიაშვილი  “პირველებთან“ ამბობს, რომ “პოლიცია ახლა პრაქტიკულად კვალის არევას ცდილობს და აბსურდია იმის თქმა, რომ ყაყიტაშვილი უსოიანის ან სადოევის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.“

მან  (დიმიტრი სადოევმა) დაინახა ჩხუბში მონაწილე პირები, თითქმის, ყველა იყო იმ განყოფილებაში, შესაბამისად, ის იყო განცალკევებულ ოთახში, ვინაიდან იგი იგულისხმებოდა, როგორც დაზარალებული, მის მიმართა რაიმე სახის ზეწოლა, პოლიციის მხრიდან არ იყო. რაც შეეხება ხმებს - მას ესმოდა და შესაბამისად, ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი.

ის ფაქტი, რომ პოლიციას უნდა დაადგინოს, თითქოს, ყაყიტაშვილი ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა, გამორიცხულია, რადგან ამას მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები ეწინააღმდეგება. აბსურდია იმის თქმა, რომ თითქოსდა, ჩხუბში უსოიანის ან სადოევის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ეს ადამიანი გარდაიცვალა, - ამბობს შაკიაშვილი.

თბილისი მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ირაკლი ტატუნაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე ალაპარაკდა.

კაცი მოსამართლეს უყვებოდა, როგორ გახდა პოლიციის განყოფილებაში წამების მსხვერპლი მისი კოლეგა და მეგობარი.  

საუბარია გახმაურებულ საქმეზე, რომლის თანახმადაც, მერიის დასუფთავების სამსახური თანამშრომელი ალან ყაყიტაშვილი, პოლიციის შენობაში დაკითხვიდან, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ალან ყაყუტაშვილთან ერთად დაკავებული ირაკლი ტატუნაშვილი ჰყვება, რომ ის პოლიციელებმა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით სასიკვდილოდ აწამეს. 

ცნობისთვის, თბილისის მერიის ორი თანამშრომელი - ალან ყაყიტაშივლი და ირაკლი ტატუნაშვილი, პოლიციამ გურამიშვილის გამზირზე, 6 ივნისს მერიის თანამშრომლების ქეიფის დროს მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავა.

თბილისის მერიის თანაშრომელი პროცესზე ამტკიცებდა, რომ პოლიციამ წამების ყველა მეთოდი მის წინააღმდეგაც გამოიყენა.  

მას შემდეგ, რაც ამბავი შაბათის ეთერის გამომძიებლებლმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროეს, ბრალდებულების გამოსაკითხად საპატიმროში კაციტაძის უწყების გამომძიებლები მივიდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი ბრალდებული გამოკითხეს და არ დაინტერესებულან დანარჩენი ორი ბრალდებულით. საუბარია სმო უსოაიანსა და დიმიტრი სადოევზე. აღნიშნული პირები საქმეზე ინფორმირებული პირები არიან. 

მსგავსი სიახლეები