მოწმემ სავარაუდო მოძალადე პოლიციელები "შაბათის ეთერიდან" ამოიცნო - ვის ადებს ხელს ირაკლი ტატუნაშვილი
გლდანის პოლიციიდან, სადაც გამოკითხვის დროს მოწმე ალან ყაყიტაშვილი შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი გარდაიცვალა, კამერების ჩანაწერები გამქრალია - ამის შესახებ "პირველებს" დღეს ყაყიტაშვილის მეგობრის, ირაკლი ტატუნაშვილის ადვოკატმა განუცხადა.
- თბილისი მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ირაკლი ტატუნაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე ალაპარაკდა. სწორედ მან უთხრა მოსამართლეს, როგორ გახდა პოლიციის განყოფილებაში წამების მსხვერპლი მისი კოლეგა და მეგობარი.
ტატუნაშვილი ახლა პოლიციის განყოფილებაში მომხდარი სავარაუდო წამების მთავარი მოწმეა. როგორც ადვოკატმა დღეს "პირველებს" უთხრა, მან სავარაუდო მოძალადე პოლიციელები "შაბათის ეთერში" გასული სიუჟეტიდან ამოიცნო.
წამებაში ირაკლი ტატუნაშვილი მეექვსე განყოფილების შეფს, კახა პაპინაშვილს და მისი მოადგილეს, ლაშა ცხვიტარიას ადანაშუალებს.
შაბათს, "მელაძის შაბათიდან" გავრცელებულ სიუჯეტში ორი ფოტოსურათი იყო გამოყენებული და ამ ფოტოსურათიდან ამოიცნო ეს პიროვნებები, რომ სწორედ აღნიშნული პიროვნებები იყვნენ ოთხაში და იღებდნენ მის ცემაში მონაწილეობას. ის ასევე ფოტოსურათებით ყველას ამოცნობას შეძლებს, ვინც იქ იმყოფებოდა. საუბარია კახა პაპინაშვილზე ლაშა ცხვიტარიაზე. ამბობს, კაბინეტში რომ შეგვიყვანეს, ერთი მითხრეს, აბა მოყევი იქ რა ხდებოდაო და როგროც კი ვუთხარი, არ მახსოვსთ-ქთო, მაშინვე ცემა დამიწყეს, ყველა მათგანი მირტყამდა. სულ ჯამში 5-6 პიროვნება იყო, მათ შორის ეს პიროვნებებიცო. ვფიქრობ, მთლიანად გლდანი-ნაალადევის რაიონის სამმართველო უნდა იყოს აცილებული.
ზერელე საუბრით რაც გავიგე ჩანაწერები არ არის, კამერები საერთოდ გათიშული იყო. ანუ სპეციალურმა საგამოძიებომ მოიკითხა, ესეც კონნფიდენციალურად ისე მითრეს, და კამერები არ აქვთ, არ არსებობს", - ამბობს ადვოკატი.
საუბარია გახმაურებულ საქმეზე, რომლის თანახმადაც, მერიის დასუფთავების სამსახური თანამშრომელი ალან ყაყიტაშვილი, პოლიციის შენობაში დაკითხვიდან, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ალან ყაყუტაშვილთან ერთად დაკავებული ირაკლი ტატუნაშვილი ჰყვება, რომ ის პოლიციელებმა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით სასიკვდილოდ აწამეს.
ცნობისთვის, თბილისის მერიის ორი თანამშრომელი - ალან ყაყიტაშივლი და ირაკლი ტატუნაშვილი, პოლიციამ გურამიშვილის გამზირზე, 6 ივნისს მერიის თანამშრომლების ქეიფის დროს მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავა.
თბილისის მერიის თანაშრომელი პროცესზე ამტკიცებდა, რომ პოლიციამ წამების ყველა მეთოდი მის წინააღმდეგაც გამოიყენა.
მას შემდეგ, რაც ამბავი შაბათის ეთერის გამომძიებლებლმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროეს, ბრალდებულების გამოსაკითხად საპატიმროში კაციტაძის უწყების გამომძიებლები მივიდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი ბრალდებული გამოკითხეს და არ დაინტერესებულან დანარჩენი ორი ბრალდებულით. საუბარია სმო უსოაიანსა და დიმიტრი სადოევზე. აღნიშნული პირები საქმეზე ინფორმირებული პირები არიან.