აქუბარდია: დაზვერვის სამსახურის და უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ასუსტებს და ამას კრემლი ბიძინას ხელით ახდენს

17.06.25 13:33
აქუბარდია: დაზვერვის სამსახურის და უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ასუსტებს და ამას კრემლი ბიძინას ხელით ახდენს

"გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, "ოცნება" 2019 წლიდან ემზადებოდა უსაფრთხოების საბჭოს გაასუქმებლად - "უბრალოდ მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის შემთხვევაში ამას ვერ იზამდნენ"

აქუბარდია ამბობს, რომ ბოლო 2 თვეში დაზვერვის სამსახურის გაუქმება და ახლა უსაფრთხოების საბჭოსი მხოლოდ ასუსტებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და "ამას კრემლი ბიძინას ხელით ახდენს"!

მისი განცხადებით, უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მიზნით "შექმნილი ველოსიპედია, ხოლო კობახიძეს არც მისი ტარება და არც თავად ეს უნიკალური ველოსიპედი სჭირდება".

თევზი თავიდან ყარს და სანამ ამას არ შევცლით არაფერი შეიცვლება, განსაკუთრებით კი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვის ჭრილში. 2017 წლიდან მოყოლებული უკვე მეორედ აუქმებენ  უსაფრთხოების საბჭოს კანონით  და ეს იმიტომ, რომ შეძლეს 2017 წელს შეტანილი ცვლილებებით ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება კონსტიტიციით და უარი თქვეს საკონსტიტუციო ცვლილებების დროს თუნდაც კონსტიტუციაში ყოფილიყო პრემიერის დაქვემდებარებაში არსებული უსაფრთხოების საბჭო. ახლა როცა მეორედ აუქმებენ უსაფრთხოების საბჭოს გაცხადდა თუ რატომ მოხდა ასე ჯერ კიდევ 2017 წელს: როგორც ჩანს ემზადებოდნენ ორივე საბჭოს გაუქმების შემდეგ  2019 წელს კანონით შექმნილი მკვდრადშობილი უსაფრთხოების საბჭოს კანონის ძალით გასაუქმებლად და საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის შემთხვევაში ამას ვერ იზამდნენ. ტყუილია ის რომ უსაფრთხოების საბჭოები საპარალამენტო მოდელში არ არსებობს და მთავრობა როგორც კოლექტიური ორგანო ითავსებს მას, რადგან ყველა მეზობელს და ევროკავშირის ქვეყანას ეს საბჭო საპარალამენტო წყობაში მეტწილად პრეზიდენტთან ან პრემიერთან აქვს. მხოლოდ გერმანიას და სლოვენიას შემთხვევაშია როცა არ არსებობს ცალკე ინსტიტუტი. 
მიზანი ამ ცვლილებების უკვე მეორედ უკვე ინსტიტუტების ფორმალური მიტაცების შემდგომ გაუქმებაა. რადგან უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მიზნით შექმნილი ველოსიპედია, ხოლო კობახიძეს არც მისი ტარება და არც თავად ეს უნიკალური ველოსიპედი სჭირდება,  რადგან მხოლოდ ბიძინას და რეჟიმის უსაფრთხოებას იცავს. შეგახსენებთ რომ 2011 წლიდან არ განახლებულა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, 2018 წლიდან საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტი, თავდაცვის სტრატეგია. სიტუაციური ოთახი კი, რომელიც ბრიტანელების დახმარებით შეიქმნა ყველა ტიპის კრიზისის პოლიტიკურ დონეზე კოორდინაციის მიზნით არ გამოიყენეს. 
1994 წლიდან საქართველოს კონსტიტუციით ჰქონდა ეროვნული უშიშროების საბჭო. ზვიად გამსახურდიას დროსაც არსებობდა ის ბოლო 2 წელი. 2018 წლიდან კი ივანიშვილის ხელით ამ ინსტიტუტების დაკნინება და გაუქმება კრემლის დავალებით შესრულებას ჰგავს. ბოლო 2 თვეში დაზვერვის სამსახურის გაუქმება და ახლა უსაფრთხოების საბჭოსი მხოლოდ ასუსტებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და ამას კრემლი ბიძინას ხელით ახდენს!", - ამბობს თეონა ქუბარდია. 

"ქართული ოცნება" ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს - საკანონმდებლო წინადადებით „ოცნების“ მთავრბამ პარლამენტს მიმართა.

ცნობისთვის, 2018 წლამდე პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ არსებობდა დაქვემდებარებული ორგანო - უშიშროების საბჭო. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ კი ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომლის ავტორიც ირაკლი კობახიძე იყო და რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის უშიშროების საბჭო გაუქმდა. ამის შემდგომ ხელისუფელბის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ "უსაფრხთოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის სფეროში სტრატეგიულ დონეზე გარკვეული ინსტიტუციური ვაკუუმი შეიქმნა", ამიტომ მაშინ მთავრობამ შექმნა ეროვნული უსაფრთოების საბჭო. ესეც მთავრობის სათათბირო ორგანოა, სადაც მუდმივმოქმედი წევრები იყვნენ შსს-ს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. 

მსგავსი სიახლეები