ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ - "საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი”
ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ, - ამის შესახებ განცხადებას "საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი” ავრცელებს.
საჯარო მოხელეთა თავისუფალი პროფესიული გაერთიანება ასევე არასამთავრობო ორგაზანიციებს და ჟურნალისტებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მათთან ერთად იბრძოლებენ.
ჩვენ, “საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი”, არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი საჯარო მოსამსახურეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს. ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ.
საჯარო მოხელეთა თავისუფალი პროფესიული გაერთიანება სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ არა მათი მყისიერი და კვალიფიციური დახმარება, ბევრი საჯარო მოხელე ვერ დაიცავდა საკუთარ უფლებებს. არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი რისკის ფასად ქვეყანაში შექმნილი რეგულაციის მიუხედავად აგრძელებენ მათ დახმარებას, რაც ჩვენს გულწრფელ მადლიერებას და აღფრთოვანებას იწვევს.
ასევე გვინდა პატივისცემა გამოვხატოთ იმ ღირსეული ჟურნალისტების მიმართ, რომელთაც უდიდესი საფრთხის მიუხედავად აგრძელებენენ საქმიანობას და არ აპირებენ არალეგიტიმური მოთხოვნების შესრულებას.
ჩვენ, ამ მამაც ხალხთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას.