ვიკა ბუკიას პირველი კომენტარი მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ

18.06.25 19:21
ვიკა ბუკიას პირველი კომენტარი მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ

"მთელი ეს პროცესი ერთი დიდი ცირკი იყო" - ასეთია ჟურნალისტ ვიკა ბუკიას პირველი შეფასება, რომელიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, მარიამ ლაშხის მიმართ "შეურაცხყოფის" საბაბით მოსამართლე დავით თეთრაულმა 4 000 ლარით დააჯარიმა. 

როგორც ვიკა ბუკიამ "ტვ პირველის" ეთერში თქვა, დღეს განსასჯელის სკამზე მხოლოდ იმიტომ იჯდა, რომ მარიამ ლაშხს "მონა" უწოდა. 

მე განსასჯელის სკამზე ვზივარ იმიტომ, რომ მარიამ ლაშხს არ უნდა, რომ მონა ვუწოდო. მე განვმარტე, რომ მონას ვუწოდებ მას თუ მის საქართველოს, ეს ამ პროცესს არ შეცვლის. ჩემთვის მარიამ ლაშხი იქნება ის, რაც იყო აქამდე. მთელი ეს პროცესი იყო კომიკური. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩანს უსუსურობა. ჯერ მტკიცებულებები როგორ გააკეთეს, ყველაფერს ფართხა-ფურთხით აკეთებდნენ. მთელი ეს პროცესი იყო ერთი დიდი ცირკი. ბოლოს გავშალე პლაკატი, რადგან მარიამ ლაშხმა და თუ არ ვცდები ნინო წილოსანმაც თქვა, რომ თუ მოინანიებენ ჯარიმა არ იქნებაო. ჩემი პლაკატი სიმბოლურად გამოხატავდა, რომ "ვინანიებ". - განაცხადა ვიკა ბუკიამ. 

სასამართლომ "ტვ პირველის" წამყვანი, ჟურნალისტი ვიკა ბუკია 4000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სხდომაზე ჟურნალისტისთვის ჯარიმა შსს-ს იურისტმა მოითხოვა.

ასევე ნახეთ: