რა ხდება ჩემი გატაცების საქმეზე, ამ დრომდე არავის გამოვუკითხივარ - გიორგი ბაჩიაშვილი მოსამართლეს
რა ხდება ჩემი გატაცების საქმეზე, სასამართლომ რაიმე რეაგირება მოახდინა? - ამ სიტყვებით მიმართა გიორგი ბაჩიაშვილმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
ივანიშვილის მილაირდების ყოფილმა მმართველმა სასამართლოზე განაცხადა, რომ 3 კვირა გავიდა მისი გატაცების შემდეგ, თუმცა აღნიშნული საქმის ფარგლებში არცერთ შესაბამის უწყებას არ გამოუკითხავს.
ფბ-ზე როგორ გამოქვეყნდა განცხადება, რომ წავედი 1 დღეში ჩატარდა საგამოიძიებო მოქმედებები და დაიჭირეს ქარუმიძე. 3 კვირა გავიდა ჩემი გატაცების შემდეგ. 2 კვირა რაც თქვენც გითხარით და არ ჩატარებულა გამოიძება, მე არ დავუკითხივარ არავის. სასამართლომ რაიმე რეაგირება გააკეთა თუ არა მაინტრრესებს. როცა ივანიშვილის ინტერეს ეხება, ეგ გაინტერესებთ მარტო. ჩემს საქმეში იყო ორი უტყუარი მტკიცებულება, ორივე ჩემს სასარგებლოდ. მაინტერებს რამე რეაგირება გქონდათ თუ არა და რა ხდება ჩემი გატაცების საქმეზე", - განაცხადა ბაჩიაშვილმა
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ბაჩიაშვილს უთხრა, რომ რეაგირება მოახდინა და პროკურატურას მიმართა:
მე მივმართე მაგრამ ვერაფერს ვიზამ. მე ვუზრუნველყოფ რომ მოსმენილი იყოს თქვენი პოზიცია. მე სამწუხაროდ სხვა ბერკეტი არ მაქვს", - თქვა მოსამართლემ.
ამის შემდეგ ბაჩიაშვილმა მოსამართლეს უთხრა: მე როგორ უნდა ვენდო ამ სასამართლოს, რომელიც იმ სასამართლოს ნაწილია, რომელიც ამ ყველაფერს ჩადის.
მოსამართლე - მე მოგისმენთ
ბაჩიაშვილი - აზრი არ აქვა ჩემს მონაწილეობას პროცესებში.
მოსამრთლე - სხვის გამოტანილ განაჩენზე მე ვერ ვაგებ პასუხს. ამ პროცესზე თქვენი უფლებები ვერ დაიღვევა. ამ ფარგლებში გამოვიტან მე განაჩენს. სხვა პირების მიმართ თქვენი პრეტენზია მოსმენილი იქნება. რეაგირების შესაძლებლობა რაც მაქვს ვაკეთებ"
დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოიკითხა შოთა ქარუმიძე, მძღოლი, რომელსაც გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოს საზღვარზე უკანონო გადაყვანას ედავება.
ქარუმაძემ სხდომაზე განმარტა, თუ როგორ გაიცნო გიორგი ბაჩიაშვილი და როგორ დაეხმარა ავტომობილით საქართველოს დატოვებაში.
ქარუმიძის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილს მისმა მეგობარმა, დავით მგელიაშვილმა დააკავშირა, რომელმაც ბაჩიაშვილისთვის დახმარება სთხოვა. როგორც ქარუმიძემ სასამართლო პროცესზე განმარტა, ეს დაახლოებით ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იყო.
მძღოლის განმარტებით, აღნიშნულ შეთავაზებაზე შეთანხმების შემდგომ ის და გიორგი ბაჩიაშვილი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მას ბაჩიაშვილმა Google-ის ტელეფონი გადასცა, რომელიც „სპუტნიკთან“ პირდაპირ არის დაკავშირებული, ტელეფონს კი, სიმ ბარათი არ სჭირდებოდა და ამით უნდა ეკონტაქტათ ერთმანეთთან.
ქარუმიძის თქმით, ბაჩიაშვილმა მას მანქანის შესასყიდად თანხა გადასცა, იყიდა Toyota Camry, რომელიც „დაახლოებით 18 000 დაჯდა“.
მისივე განმარტებით, ავტომობილზე ორი კამერა დაამონტაჟეს, ხოლო ვიდრე ბაჩიაშვილს ქვეყნიდან გაიყვანდა აღნიშნული ავტომობილით, საქართველო-სომხეთის საზღვარი არაერთხელ გადაკვეთა.
ქარუმიძის თქმით, მანქანას თავის სახლთან ახლოს, ავლაბარში, შერჩეულ ადგილზე ტოვებდა. რაც შეეხება უშუალოდ გიორგი ბაჩიაშვილის თბილისიდან გაყვანას, ის სომხეთის მიმართულებით ნუცუბიძიდან წაიყვანა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა. ანრი ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ოლიგარქის მილიონების ყოფილი მმართველი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მთელს მსოფლიოში ეძებდა, საქართველოდან რამდენიმე კილომეტრში, წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე ზონაში სეირნობდა.
გიორგი ბაჩიაშვილმა დუმილი სასამართლო პროცესზე დაარღვია. მან სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს.
გიორგი ბაჩიაშვილი აბუდაბიდან მისი საქართველოში იძულებით დაბრუნების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს , თუმცა უშედეგოდ.