პროტესტი ჭიათურაში - ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

21.06.25 21:44
პროტესტი ჭიათურაში - ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება -  19 ივნისიდან  4 დაპატიმრებული კოლეგის გათავისუფლების მოთხოვნით, ოთხი პირი შიმშილობს. 

დღეს,  პროტესტის 114-ე დღეს, ერთ-ერთმა მოშიმშილემ, მირზა ლოლაძემ პირიც ამოიკერა. იზოლატორში შიმშილობს ერთ-ერთი დაპატიმრებული მყოფი მერაბ სარალიძეც.

მაღაროელებმა შიმშილობა მას შემდეგ განაახლეს, რაც პირობა, რომელიც დაკავებულების გათავიუფლების შესახებ მიიღეს, არ შესრულდა. 

12 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ 4 მაღაროელს - მერაბ სარალიძეს, არჩილ ჭუმბურიძეს, გიორგი ნეფარიძესა და თენგიზ გველესიანს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი არ შეუცვალა და მათი წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა.

4 მაღაროელი 2025 წლის 28 აპრილს ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები