მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა, მათ შორის 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირია

22.06.25 10:48
მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა, მათ შორის 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირია

მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს. 3 პირს მოეხსნა ნასამართლეობა.

ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება.

"5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს მოეხსნა ნასამართლობა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს," — ნათქვამია ყაველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები