პროკურორი ამაღლობელის საქმიდან ექსპერტიზის დასკვნის ამორიცხვას ითხოვს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი, მოსამართლე ნინო სახელაშვილს მიმართავს და საქმიდან ექსპერტიზის დასკვნის ამორიცხვას ითხოვს.
საუბარია, გივი ჩხარტიშვილზე, რომელიც სასამართლომ 16 მაისს, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, გამოკითხა.
სამედიცინო ექსპერტმა თქვა, რომ "სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის"
"წარმოდგენილ დოკუმენტს ვერ დავარქმევთ ექსპერტიზის დასკვნას. ის არ აკმაყოფილებს ექსპერტიზის დასკვნისთვის აუცილებელ პირობებს. ექსპერტი, რომელიც მოხსენიებულია, როგორც ექსპერტი, არ არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, ეს მტკიცებულება არ შეიძლება, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს". - თქვა პროცესზე გოგეშვილმა.
ცნობისთვის, სწორედ ჩხარტიშვილია ის ექსპერტი, ვინც დგებუაძეს და მზია ამაღლობელს ექსპერტიზა ჩაუტარა.
ექსპერტმა სხდომაზე თქვა ისიც, რომ არც ტკივილია დაზიანების ობიექტური ნიშანი და ამასაც ვერ შეაფასებდა თავად.
"სიწითლე მეც მაქვს ალბათ ახლა სახეზე, მაგრამ ხელი არავის გაურტყამს" - თქვა მან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროკავშირის ელჩის მოადგილე და წარმომადგენლები დანიის, პოლონეთის და ჩეხეთის საელჩოებიდან.
ფოტო: ნეტგაზეთი