"ოცნების" ჩინოვნიკი პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება "შაბათის ეთერის" გამოძიების შემდეგ

"ქართული ოცნების" ჩინოვნიკი, რომელმაც 27 წლის ბიჭს ესროლა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მაია კვირიკაშვილმა მოსამართლემ ციხეში გაუშვა - ნუგზარ ქუთათელაძეს ხელბორკილები სხდომათა დარბაზში დაადეს.
- ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება "ნოდარ მელაძის შაბათის" გუნდმა ჩაატარა.
"TV პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა გაარკვია, რომ ყოფილმა ძალოვანმა 27 წლის ნიკოლოზ ფრანგიშვილს და მის ძმას ვაშლიჯვარში, სავაარუდოდ, ჩასაფრება მოუწყო და დაჭრა.
მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა - ფრანგიშვილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმაში ბრალდებული კაცი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ 60 ათას ლარიანი გირაო დააკისრა.
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძების შემდეგ კი "ოცნების" ჩინოვნიკი, რომელმაც 27 წლის ბიჭს ესროლა, დღეს დააკავეს.
დაკავებულმა, ნუგზარ ქუთათელაძემ საბოლოო სიტყვით ისარგებლა. ის სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ პიროვნებას, რომელიც შემთხვევის შედეგად დაიჭრა არც კი იცნობდა.
მისივე თქმით, მას სხვასთან ჰქონდა შეკამათება რა დროსაც დაზარალებული გვერდიდან მივიდა.
ცუდი ამბავი მოხდა.... ძნელი დასაჯერებელია და ძნელი მოსასმენი, მაგრამ შორტი მეცვა, რომელზეც ქამარიც არ მეკეთა.
ერთ რამეს ვიტყვი დანამდვილებით, რომ არავის მიმართ კაცობის არანაირი სურვილი არ მქონია არასდროს. არც 35-წლიანი სამსახურისა პოლიციაში და არც იმ პიროვნების მიმართ. მითუმეტეს ის პიროვნება, რომელიც დაიჭრა, მოქალაქე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო, საერთოდ არ მინახავს არასდროს...
მე არც იმისთვის შევსულვარ, მითუმეტეს, კიდევე ერთხელ ვამბობ საერთოდ არ ვიცი, დღესაც რო მანახოთ ვერ გეტყვით ვინ არის.
იარაღი ამოვიღე, სხვასთან მქონდა მე შეკამათება, იმასთან შევედი და ეს გვერდიდან მოვარდა უცბად. სწორად გამიგეთ, ეს გამოჩნდება ხვალ თუ ზეგ.
არანაირი იარაღის ამოღების საჭიროება და ვინმესი, რამესი დაშავება არ არსებობდა,“ - განაცხადა ნუგზარ ქუთათელაძემ.