რადიო "თბილისი": ჩვენს მთელ ქონებას ყადაღა დაედო
რადიო "თბილისის" მთელ ქონებას ყადაღა დაედო - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რადიოსადგურის მფლობელი, რამაზ სამხარაძე წერს.
მანამდე სამხარაძემ დაწერა, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2025 წლის 25 ივნისს მათ საბანკო ანგარიშებს ინკასო დაადო.
რადიო "თბილისის" მფლობელის ინფორმაციით, მის კომპანიას საგადასახადო ორგანოების მიმართ წლების განმავლობაში აღიარებული დავალიანება გააჩნია. ინკასოს საფუძველი სწორედ ეს დავალიანებაა.
სამხარაძე ფინანსთა სამინისტროს ქმედებას მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებს. მისივე თქმით, ინკასოს შეტყობინება მიიღო ზუსტად ერთი დღის შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გაავრცელა კრიტიკული მიმართვა სოზარ სუბარის მისამართით.