რატიანის საქმის პროკურორი: პოლიციელისთვის მიყენებული დაზიანება არ ყოფილა თვალსაჩინო, განიცადა ტკივილი

ზვიად რატიანის საქმის პროკურორის განცხადებით, პოლიციელმა პოეტის დარტყმის შედეგად ტკივილი განიცადა, თუმცა დაზიანებები, რომელიც მაკვალიფიცირებელი იქნებოდა დაზარალებულს არ ჰქონდა.
გიორგი გოგალაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქმეში ამ ეტაპზე [ექსპერტიზის] დასკვნა არა არის. ხოლო რატიანს პოლიციელისთვის ისეთი დაზიანება არ მიუყენებია, რომელიც მის ჯანმრთელობის ხელყოფას გამოიწვევდა.
თავს დაესხა პოლიციელს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ისეთი დაზიანება, რომელიც მის ჯანმრთელობის ხელყოფას გამოიწვევდა დაზარალებულისთვის არ არის მიყენებული.
სახის არეში ხელის დარტყმაში გამოიხატებოდა თავდასხმა. თავს დაესხა და სიწითლე აღენიშნებოდა თუ არა [პოლიციელს] ეგ უკვე საქმის გამოძიების ეტაპზე დადგინდება და გამოიკვლევა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.
დაზიანებები, რომელიც მაკვალიფიცირებელი იქნებოდა დაზარალებულს არ ჰქონდა. ტკივილი განიცადა დაზარალებულმა თავდასხმის შედეგად.
ამ ეტაპზე [ექსპერტიზის] დასკვნა არა არის," - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, 23 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა.