"სახაზინო ადვოკატებისგან თვითაცილების შუამდგომლობის დაყენებას ველოდები" - სინდისის 11 პატიმრის საქმის ადვოკატები

26.06.25 13:37
"სახაზინო ადვოკატებისგან თვითაცილების შუამდგომლობის დაყენებას ველოდები" - სინდისის 11 პატიმრის საქმის ადვოკატები

საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი იწყება.

დღევანდელ პროცესს ის სახაზინო ადვოკატები დაესწრებიან, რომლებიც წინა სხდომაზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმრებს მათი ნების საწინააღმდეგოდ დაუნიშნა. 

უფლებადამცველები, რომლებიც თვეებია იცავენ ბრალდებულების ინტერესებს, ამბობენ, რომ საპროცესო კოდექსი არ იცნობს ფაქტს, რომ ბრალდებულებს სახაზინო ადვოკატები პრევენციულად დაუნიშნო.

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ელოდება, რომ დღევანდელ სხდომაზე მისი კოლეგებია, საუბარია სახაზინო ადვოკატებზე, თავად დააყენებენ თვითაცილებსი შუმადგომლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ ამ შუამდგომლობას სასამართლო სხდომაზე თავად დააყენებს. 

რეალურად დღეს, მე ჩემი კოლეგებისგან, რომლებიც ასევე ადვოკატები არიან, ველოდები, რომ მოვლენ პროცესზე და თავად დააყენებენ თვითაცილებს, იმიტომ, რომ რეალურად, იმ კანონი საფუძველზე, რომლითაც ისინი მოქმედებენ, მათ არ აქვთ უფლება აღნიშნულ საქმეში ჩაერთოდ, ამიტომ, თუ ასე არ მოხდა, თავად დავაყენებ მათი აცილების შუამდგომლობას", - აცხადებს გუჯა ავსაჯანიშვილი. 

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ფიზიკურად შეუძლებელია სახაზინო ადვოკატი ორ დღეში გაეცნოს ტომეულობით საქმის მასალას და მოისმინოს სხდომის ოქმებს. 

პირველ რიგში, რატომაც არ სურთ ბიჭებს სახაზინო ადვოკატების ჩართვა, არის ის, რომ მათ უკვე ჰყავთ ადვოკატები, მათ აგვირჩიეს ჩვენ. ის განმარტება, რომ პრევენციული მიზნით უნდა დაინიშნოს ადვოკატი, პირველ რიგში არის სამართლებრივ ჩარჩოს გაცდენილი და შემდეგ ლოგიკასაც მოცდენილი. ძალიან რთულია დიდი მოცულობის საქმეს გაეცნო ერთ დღეში და გარდა ამისა, უნდა მოუსმინო სხდომის ოქმებს. ფიზიკურადაც რომ უნდოდეთ,ე ს ადამიანები ვერ მოუსმენენ ერთ და ორ დღეში მთლიან საქმეს, ამიტომაც ეს ადამიანები ფიზიკურად ვერ დაიცავენ ბიჭებს", - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.  

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მსგავსი სიახლეები