არჩილ მუსელიანცის წერილი: "მე არ მოვდივარ სასამართლოში მონების სანახავად, მე მოვდივარ თქვენს სანახავად"
სინდისის პატიმარი, არჩილ მუსელიანცი ციხიდან წერილს ავრცელებს და მის სასამართლოზე დამსწრეებს სთხოვს, დარბაზში ხმაური არ გამოიწვიონ, რადგან ეს პროცესის სრულ დახურვას გამოიწვევს.
მისი თქმით, ის პროცესებზე ხალხის სანახავად მიდის.
ვინც ჩემ სასამართლოს ესწრებით, მოგმართავთ თხოვნით, რომ არ გამოიწვიოთ ხმაური, ვინაიდან კიდევ ერთი სხდომის დახურვა ნიშნავს, სრულად და სამუდამოდ დახურვას.
მესმის, რომ ძნელია თავი შეიკავო ამდენ მონებში და ცრუ მოწმეებში, თუმცა ჩემი სასამართლოში გამოცხადება გაპირობებულია თქვენით, მე არ მოვდივარ სასამართლოში მონების სანახავად, მე მოვდივარ თქვენს სანახავად.
ახლა, ჩემი შუამდგომლობით იმედია, ყველას შემოგიშვებენ დარბაზში. წყენა და ბრაზი გადავიტანოთ რუსთაველზე.
მადლობა თანადგომისთვის. თქვენი სოლიდარობა მაძლევს უზარმაზარ ძალას, აფთრების ხროვაში ვიბრძოლო სამართლიანობისთვის.
ვიბრძვით ჩვენ, იმარჯვებს საქართველო," - წერს მუსელიანცი.