მკვლელობა კაბალში - რატომ და ვისი დაკვეთით ჩაცხრილეს ხორცით მოვაჭრე 41 წლის კაცი?

26.06.25 20:56
მკვლელობა კაბალში - რატომ და ვისი დაკვეთით ჩაცხრილეს ხორცით მოვაჭრე 41 წლის კაცი?

ბიზნესრეკეტი - ეს არის ერთადერთი ვერსია, რომელსაც კაბალში 41 წლის ბიზნესმენის ჩაცხრილვის მიზეზად ასახელებენ. ამირახოვს გუშინ ბაზართან შავი ავტომობილით ჩაუსაფრდნენ, იარაღი ესროლეს და გაიქცნენ. ბრალდებულები კაბალიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს, მაგრამ  გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.  არადა მათ იციან მთავარი - ვინ დაუკვეთა ბიზნესმენის მკვლელობა, რომელიც  ტერორისა და შანტაჟის მსხვერპლი დიდი ხანის განმავლობაში იყო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდები მარნეულიდან და იორმუღანლოდან შავი ავტომობილით ბიზნესმენს რამდენიმე საათის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. სისხლიან  ანგარიშსსწორებას სამი  თვითმხილველი  ყავს მათ  შორის ერთ ერთი ის ქალია, რომელიც ამირახოვის გადარჩენას ცდილობდა

ადგილობრივების ინფორმაციით, ამირახოვს წლებია ხორცის ბიზნესი აქვს, რის გამოც კრიმინალურ სამყაროსთან პრობლემები ჰქონდა, მას ნავაჭრიდან წილს თხოვდნენ, უარის გამო კი მოკვლით ემუქრებოდნენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, 41 წლის ბიზნესმენს ბოლოს სიცოცხლით მოსპობით რამდენიეე თვის წინ დაემუქრნენ ე.წ კანონიერი  ქურდის  "გული" იგივე ნადირ სალიფოვის სახელით უცნობი პირები, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თუ დიდ თანხას არ დაურიცხავდა, მას მოკლლავდნენ. 1 წლის წინ  ამირახოვს დაშინების მიზნის ამვტომობილიც  დაუწვეს. 

"პირველების" ინფორმაციით ლიკვიდაციამდე 41 წლის ბიზნესმენმა პოლიციას ორჯერ მიმართა, ერთხელ  მუქარის და მეორედ კი სხვისი  ქონების დაზიანების ფაქტებზე. ხალიფოვი  პოლციას დახმარებას სთხოვდა, სამართლადამცვეელებს ეუბნებოდა, რომ  მოკვლით ემუქრებოდნენ  და უცნობი  პირების იდენტიფიცირებას სთხოვდა.  

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები