ბათუმში, დაკავებული მასწავლებლის ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად მასწავლებლები შეიკრიბნენ
ბათუმში, დაკავებული მასწავლებლის ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად მასწავლებლები შეიკრიბნენ.
მათ ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი: სოლიდარობა ნინო დათაშვილს, თავისუფლება მზია ამაღლობელს.
ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, 20 ივნისს დააკავეს.
მასწავლებელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას ედავებიან, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.