იძულებით დანიშნული საზოგადოებრივი ადვოკატები და სხდომიდან გაძევებული რეზო კიკნაძე - რა ხდებოდა სინდისის პატიმრების პროცესზე

კიდევ ერთი გმირის ხსნება სინდისის პატიმარს რეზო კიკნაზეს ისევ დარბაზიდან გაძევების ფასი დაუჯდა. როცა ბრალდებულმა ამბროსი ხელაიაზე საუბარი დაიწყო, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მანდატურს კიკნაძის სხდომიდან გაყვანის ბრძანება მისცა. ზუსტად ასე მოიქცა მაშინაც, როცა რეზო კიკნაძე გიორგი ანწუხელიძეზე საუბრობდა.
თუმცა, ადვოკატების თქმით, ეს არ ყოფილა დღეს მოსამართლე გალუსტაშვილის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება. მოსამართლემ სინდისის პატიმრებს საზოგადოებრივი ადვოკატები იძულებით დაუნიშნა, ისე რომ ეს არც ადვოკატებს უნდოდათ და არც ბრალდებულებს.გალუსტაშვილმა დღეს სამი უარი სწორედ საზოგადოებრივი ადვოკატებისგან მოისმინა - უფლებადამცველებმა თავად დააყენეს საკუთარი თავის აცილების შუამდგომლობა, მაგრამ გალუსტაშვილმა დღეს არავის მოუსმინა.
მოსამართლეს დღეს მიმართა დაპატიმრებულმა მსახიობმაც - ანდრო ჭიჭინაძეს აინტერესებდა, სად უნდა ეძებოს სამართალი და როგორ შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს იმედი.
ონისე ცხადაძემ კი გალუსტაშვილს ასეთი რამ უთხრა: "ახლა ასეთი სიტუაციაა, "საქოცეთმა" ერთმანეთის დაჭმა დაიწყო... წარმოიდგინეთ, თქვენ რას გიზამენ".
დღეს მძიმე იყო ჯანო არჩაიას სიტყვების მოსმენა, რომელმაც საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლეს სთხოვა ორი თვის შვილიშვილებთან გატარების უფლება მიეცა - "პატარა ეზო მაქვს, გექნებათ ნანახი ავ ძაღლს როგორ აბამენ, შეუძლიათ დამაბან ძაღლივით იქ და და ჩემ შვილიშვილებს მაინც გავეთამაშები".
ნინო გალუსტაშვილმა დღეს აღკვეთი ღონისიძიებაც ძალაში დატოვა და სინდისის პატიმრები პატიმრობაში დატოვა.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.