მოქმედმა პოლიციელმა კაცი დაჭრა - რა მოხდა სოფელ რუისიპირის რესტორანში

26.06.25 21:02
მოქმედმა პოლიციელმა კაცი დაჭრა - რა მოხდა სოფელ რუისიპირის რესტორანში

64 წლის მამაკაცის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ამ დრომდე იბრძვიან - ლევან შამრელაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის პოლიციელია დაკავებული. რა მოხდა სოფელ რუისიპირის რესტორანში ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა ადგილობრივები ყვებიან, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი  სუფრიდან ადგა, გარეთ გავიდა და უმისამართოდ დაიწყო სროლა.

პოლიციელის იარაღიდან გასროლილი ლევან შამრელაშვილს თავში მოხვდა. "როგორც პირველებს" რუსიპირში ეუბნებიან მძიმედ დაჭრილი მამაკაცი ბრალდებულმა მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით მას ხელბორკილები სახლში დაადეს. დაჭრილს კი ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის კვლავ კომაშია და ექიმები მის მდგომარეობას უკიდურესად მძიმედ აფასებენ.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები