"საქართველო დადექი" - 29 ივნისს, 20:00 საათზე, ხალხი ისევ რუსთაველზე შეიკრიბება

26.06.25 21:17
"საქართველო დადექი" - 29 ივნისს, 20:00 საათზე, ხალხი ისევ რუსთაველზე შეიკრიბება

"საქართველო დადექი" - 29 ივნისს, 20:00 საათზე, ხალხი ისევ რუსთაველზე იკრიბება. თუ ასე გაგრძელდა, ყველა ციხეში ვიქნებით - ამბობენ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და ყველას, ვინც ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა მალე თითოეულ ადამიანს შეეხება, ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

სამოქალაქო აქტივისტების შეფასებით, მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები ციხეში გამოკეტეს, სინდისის პატიმრებს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, ხალხს Facebook პოსტების გამო კანონდამრღვევებად აცხადებენ, კრიტიკული მედიის ხმის ჩახშობას ცდილობენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნიან, დუმილი მორჩილება და დანაშაულია. 

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ქვეყნისა და ადამიანის თავისუფლება დღეს რეალური საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ მათი თქმით, აუცილებელია საზოგადოების ხმამაღალი და მუდმივი პროტესტი.

ვის ელოდებიან 29 ივნისს რუსთაველზე, დეტალები გუგა არჩვაძის რეპორტაჟში ნახეთ.