ღამის კლუბში დაწყებული დაპირისპირება - სასტიკად ნაცემი ჯარისკაცი ხელოვნურ კომაშია
ღამის კლუბში დაწყებული დაპირისპირება, სასტიკი ანგარიშსწორებით დასრულდა. ნაცემია თავდაცვის სამინისტროს მოქმედი ჯარისკაცი მუხრან ხვედელიძე . ის მეორე დღეა ექიმებს ხელოვნურ კომაში ჰყავთ. ახალგაზრდა ჯარისკაცს, სავარაუდოდ ამ დაწესებულების დაცვის თანამშრომლები გაუსწორდნენ, წიხლებით და მუშტებით ნაცემი კაცი ქუჩაში მიატოვეს და გაიქცნენ.
"პირველებს" უყვებიან, რომ სასტიკად ნაცემი და ქუჩაში მიტოვებული 25 წლის ჯარისკაცი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შემთხვევით იპოვა. სამხედრო მოსამსახურზე თავდასხმიდან მალევე ხელბორკილები ძალადობაში მხილებულ სამ პირს დაადეს. დაკავებულები ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდებიან.
ქალატვინის დაზიანებით, ჩამტვრეული სახის ძვლებით და მრავლობითი დაბეჟილობებით 25 წლის ჯარისკაცი კლინიკა პინეოში გამთენიისას შეიყვანეს. ახალგაზრდა კაცს, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე ნევროლოგიურ განყოფილებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. თვის მძიმე დაზიანებებით შეყვანილი მუხრან ხვედელიძე ქირურგებს მეორე დღეა ხელოვნურ კომაში ჰყავთ.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.