თვრინი-ალავერდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

26.06.25 23:34
თვრინი-ალავერდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

“ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში მყოფი მამა-შვილი დაიღუპა, ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.