ეს იქნება თავისუფალი ადამიანების დემონსტრაცია-ლაშა ბუღაძე 29 ივნისის აქციაზე

27.06.25 00:07
ეს იქნება თავისუფალი ადამიანების დემონსტრაცია-ლაშა ბუღაძე 29 ივნისის აქციაზე

"საქართველო დადექი" - 29 ივნისს, 20:00 საათზე, ხალხი ისევ რუსთაველზე იკრიბება. მწერალი ლაშა ბუღაძე, ერთ-ერთი მათგანია, რომელიც აღნიშნულ აქციას უერთდება.

როგორც მან გადაცემა “პირველ ხაზში“ განაცხადა, “ეს იქნება თავისუფალი ადამიანების აქცია,რათა ქართველმა ერმა ყველა მეგობარს აჩვენოს, რომ ისინი გამოვლენ ბოლომდე.“

მწერალი ამბობს, რომ ეს დემონსტრაცია ყველა იმ ადამიანის სახელით გაიმართება, რომლებიც ციხეში უკანონოდ არიან გამოკეტილნი.

29 ივნისს, მორიგი დიდი აქცია უნდა იყოს, ეს იქნება თავისუფალი ადამიანების აქცია, დემონსტრაცია, რომელიც იქნება სინდისის პატიმრების სახელით, მზია მაღლობელის სახელით, ონისე ცხადაძის და მისი მამის სული სახელით, პოლიტპატიმრების სახელით და თან მთელი მსოფლიოს, დასავლეთის დასანახად, რათა ქართველმა ერმა ყველას დაანახოს, თავის მეგობრებს, რომ ჩვენ ვდგავართ და გამოვალთ ბოლომდე,- განაცხადა ბუღაძემ.

"საქართველო დადექი" - ამ ლოზუნგის გარშემო მოქალაქეები გაერთიანდებიან და 29 ივნისს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავენ. პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და სინდისის პატიმრებს სოლიდარობას გამოუცხადებენ. 

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ახლა გაჩუმება დიდი დანაშაული იქნება, სწორედ ამიტომ, ისინი ქართველ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.