პოლიციელის მიერ დაჭრილი 65 წლის კაცი გარდაიცვალა

სოფელ რუისპირში პოლიციელის მიერ დაჭრილი 65 წლის კაცი, ლევან შამრელაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
კაცი თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი დღის განმავლობაში იყო მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა სოფელ რუისპირში 25 ივნისს ღამით ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ბიძინა გავარდაშვილი სუფრიდან ადგა, გარეთ გავიდა და უმისამართოდ დაიწყო სროლა.
პოლიციელის იარაღიდან გასროლილი კაცს თავში მოხვდა. "როგორც პირველებს" რუსიპირში გუშინ უთხრეს, მძიმედ დაჭრილი მამაკაცი ბრალდებულმა მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით მას ხელბორკილები სახლში დაადეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა დაწყებული.