პოლიციამ სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან 136 ძირი კანაფი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

27.06.25 12:46
პოლიციამ სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან 136 ძირი კანაფი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროებით ნაქირავები სახლში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა ა.მ.-ს მიერ სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 136 ძირი ნარკოტიკული საშუალება მცენარე "კანაფი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით.