შსს: ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ცივი იარაღის გამოყენებით თანხა გასტაცა - დაკავებულია ერთი პირი

27.06.25 12:52
შსს: ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ცივი იარაღის გამოყენებით თანხა გასტაცა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ა.ს. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ “3G”-ის ოპერატორს, 1960 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ცივი იარაღის გამოყენებით გასტაცა თანხა.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავა. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს", - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები